ახალი ამბები

პარლამენტის სხდომას 17 დეპუტატი ესწრება

1 აპრილი, 2016 • 1316
პარლამენტის სხდომას 17 დეპუტატი ესწრება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ადრეული და სკოლამდელი აღზრდის შესახებ” კანონპროექტის განხილვაში [15:53 საათის მონაცემით] 17 დეპუტატი მონაწილეობს. სხდომის თავმჯდომარე მანანა კობახიძეა, ხოლო კანონპროექტს ეკა ბესელია წარმოადგენს.

სწორედ აღნიშნული კანონპროექტის გამო დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მისი ავტორი ეკა ბესელია და “რესპუბლიკელი” ნოდარ ებანოიძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომის დაწყებისას რეგისტრაცია 92-მა დეპუტატმა გაიარა.

 

პარლამენტის სხდომაზე "ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ" კანონპროექტის განხილვაში 17 დეპუტატი მონაწილეობს.

პარლამენტის სხდომაზე “ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ” კანონპროექტის განხილვაში 17 დეპუტატი მონაწილეობს.

კანონპროექტით გათვალისწინებულია ორსაფეხურიანი სწავლების სისტემა: ადრეული განათლება და ზრუნვა დაბადებიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, სკოლამდელი განათლება 2 წლის ასაკიდან ბავშვის სკოლაში შესვლამდე. კანონპროექტი ნერგავს საყოველთაო სასკოლო მზაობის პროგრამას ყველა ხუთი წლის ასაკის ბავშვისთვის; კანონპროექტის მიხედვით, თითოეული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება უზრუნველყოფს ინკლუზიურ განათლებას ყველა ბავშვისათვის, ანუ საგანმანათლებლო მიდგომას, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს ყველა ბავშვის ხარისხიან განათლებას დაწესებულებებში მათი ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით, მიუხედავად მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა:

“კანონპროექტით განმტკიცებულია პრინციპი, რომლის თანახმად, დაწესებულებაში აკრძალულია ბავშვთა მიმართ ძალადობა, მათ შორის, ფიზიკური დასჯა, უგულებელყოფა, შეურაცხმყოფელი ან/და დამამცირებელი მოპყრობა. კანონპროექტით განმტკიცებული ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია განათლების მომსახურებაში მშობელთა სრული ჩართულობის უზრუნველყოფა. Aამ მიზნით ადრეული და სკოლამდებლი განათლების დაწესებულებებში იქმნება საკონსულტაციო საბჭოები, რომლებიც ხელს უწყობენ დაწესებულების ეფექტურ ფუნქციონირებას,”- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ამასთან, კანონპროექტით საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება შემდეგი საკითხები: ჯგუფების ჩამოყალიბების წესი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით; ჯგუფში ბავშვების რაოდენობა; აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა. კანონპროექტი მკაფიოდ მიჯნავს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებებს; დეტალურად განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის, ცალკეული სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების კომპეტენციის ფარგლებს ამ სფეროში.

კანონპროექტით ხდება ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის სავლდებულო წესის შემოღება:

“ავტორიზაციას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირი. ასევე, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირი განახორციელებს დაწესებულებების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების მონიტორინგს. კანონპროექტის მიხედვით, ავტორიზაციის წესს, რომელიც საერთო იქნება ყველა მუნიციპლაიტეტისთვის, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; კანონპროექტით ხდება ავტორიზაციის პირობების დადგენა; კერძოდ: დაწესებულებებში სწავლა/სწავლება უნდა განხორციელდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით მთავრობის მიერ დამტკიცებული სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების (მათ შორის სასკოლო მზაობის სახელმწიფო სტანდარტის) შესაბამისად; დაწესებულებების შენობა-ნაგებობა, ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობანაგებობების მოწყობა და აღჭურვა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის შესაბამის ნორმატიულ აქტს; ”

გარდა ამისა, დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს; დაწესებულებებში სურსათის უვნებლობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს; დაწესებულებებში ადამიანური რესურსი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტს და დანარჩენი თანამშრომლებისთვის მუნიციპალიტეტების მიერ დადგენილ სტანდარტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი