ახალი ამბები

GWP: დიდუბის, საბურთალოს და ვაკის ზოგიერთ რაიონებს წყალმომარაგება შეუწყდებათ

31 მარტი, 2016 • 1538
GWP: დიდუბის, საბურთალოს და ვაკის ზოგიერთ რაიონებს წყალმომარაგება შეუწყდებათ

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, საპროფილაქტიკო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დღეს, 31 მარტს, 20:00 საათიდან 1 აპრილის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

დიდუბის რაიონში: ლუბლიანის ქუჩის ნაწილს, ბელიაშვილის ქ. N40-ს

საბურთალოს რაიონში:
დიღომი-8-ს, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩას, ამერიკის საელჩოს, მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, გუდვილის მიმდებარე ქუჩებს და ბალანჩივაძის ქუჩას.

ვაკის რაიონში: ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის მიკრორაიონებს, ნუცუბიძის ქუჩას, დელისის I, II, III ქუჩებს,ზაქარიაძის, ქავთარაძის, გამრეკელის, გურიელის, მარიჯანის, ჩიქოვანის ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას გამზირს მეტრო დელისიდან მარიჯანის ქუჩამდე (N41-დან ბოლომდე, N48-დან ბოლომდე), ყაზბეგის გამზ. N30-46, მინდელის, სანდრო ეულის და ჯიქიას ქუჩებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი