სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ მარჯანიშვილის თეატრის წინ წყალსადენი მილია დაზიანებული, იქიდან ამოხეთქილი წყალი კი თეატრის ფანჯრებში აღწევს.
ასევე, ზოგიერთ ვიდეოში ჩანს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე უკვე იმყოფებიან სამუშაო ჯგუფები.
“ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” (GWP) განცხადებით, მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოების გამო, დღეს, 15 აპრილს, 21:00 საათამდე ჩუღურეთის რაიონის რამდენიმე შენობას წყალმომარაგება შეუწყდება.
“დღეს, 15 აპრილს, ჩუღურეთის რაიონში, მარჯანიშვილის ქუჩა N8-ის მიმდებარედ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული, წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, რის შემდეგაც დაიწყება მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 15 აპრილის საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მარჯანიშვილის ქN 1-27,, 2,4,6,16,18. უშანგი ჩხეიძის N17-N36, სანაპიროს ქ. N6,N8,N10 და კოსტავას 1-ელ შესახვევს და მზია ჯუღელის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის”, – წერია გავეცელებულ განცხადებაში.