ბელგიის მედიასაშუალებები [მათ შორის LE Soir, RTL ბელგია] ავრცელბენ ბრიუსელის აეროპორტის შიდა ვიდეოთვალის მიერ გადაღებულ ფოტოს, სადაც BBC-ის ცნობით, აეროპორტში ტერაქტის განხორციელებაში ეჭვიმტანილები არიან გამოსახული.
BBC-ის ცნობით, ფოტომ ბელგიურ პრესაში პოლიციისაგან გაჟონა, რომელმაც შემდეგ მისი ავთენტურობა დაადასტურა.
“შავებში ჩაცმულ 2 ადამიანზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ თავი აიფეთქეს, ხოლო თეთრებში ჩაცმულზე ფიქრობენ, რომ მან გაქცევა მოახერხა. შავებში ჩაცმულ ორივე კაცს ერთ ხელზე ხელთათმანი უკეთია, სადაც შესაძლოა ბომბის დეტონატორები იყოს დამალული”, – წერს BBC.
ბრიუსელში დღეს განხორციელებულ აფეთქებებზე, რასაც 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.