ახალი ამბები

ბელგიის მედიის ცნობით, ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილი 6 ადამიანი დააკავეს

25 მარტი, 2016 • 1690
ბელგიის მედიის ცნობით, ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილი 6 ადამიანი დააკავეს

ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 25 მარტს, დილით დასრულდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრიუსელში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი 6 ადამიანი დააკავეს.

მედიის ცნობით, პოლიცია სამძებრო ღონისძიებებს ბრიუსელში, იეტესა და შარბეკში აწარმოებდა. ღონისძიებებში სპეციალური დანიშნულების დანაყოფები და ვერტმფრენებიც  იყო ჩართული.

ტელევიზიის ცნობით, მათ არ იციან დაკავებულთა ვინაობა, თუმცა ბელგიის პროკურატუამ დღეს უნდა გამოაცხადოს დამატებითი ინფორმაცია სამძებრო ღონისძიებების შესახებ.

ყველა ამბავი: ტერორისტული აქტები ბრიუსელში

  • 22 მარტს, ბრიუსელის დროით 07.55 საათზე ორი აფეთქება მოხდა ბრიუსელის მთავარ, ზავენტემის აეროპორტში. მცირე ხნის შემდეგ კი, მეტროსადგურში, რომელიც ევროკავშირის უწყებების შენობებთან მდებარეობს;
  • ბრიუსელის აეროპორტისა და მეტროსადგურის აფეთქების შედეგად 31 ადამიანი გარდაიცვალა და დაშავდა 300.
  • ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ”[ISIS] აიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი