BBC ბელგიურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ 2015 წლის ნოემბერში განხორციელებული პარიზის თავდასხმების მთავარი ეჭვმიტანილი მოჰამედ აბრინი დაპატიმრებულია.
ბელგიური მედიის ცნობით, მოჰამედ აბრინი, სავარაუდოდ, ასევე არის ვიდეოკონტროლის მიერ ბრიუსელის აეროპორტის ტერმინალში აფეთქებებამდე გადაღებული კადრებიდან “კაცი, რომელსაც ქუდი ახურავს”.
ბელგიის პროკურატურამ დაადასტურა, რომ ბრიუსელის თავდასხმებთან დაკავშირებით რამდენიმე პირი უკვე დაპატიმრებულია.
თავდასხმებმა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროს სადგურში 32 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო პარიზში განხორციელებულმა შეიარაღებულმა თავდასხმებმა 130 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
საფრანგეთისა და ბელგიის დედაქალაქებში განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო.