ახალი ამბები

ბრიუსელის მეტროში ესროლეს პირს, რომელსაც სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ქამარი ეკეთა

21 ივნისი, 2017 • 2570
ბრიუსელის მეტროში ესროლეს პირს, რომელსაც სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ქამარი ეკეთა

“დეილი მეილის” ცნობით, ბრიუსელის მეტროს ცენტრალურ სადგურზე ნეიტრალიზებულია პირი, რომელსაც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ქამარი ეკეთა. ადგილზე ვითარებას სამხედროები აკონტროლებენ. სადგურზე ევაკუაციაა გამოცხადებული.

როგორც დეილი მეილი წერს,  მას ზურგჩანთა და ასაფეთქებელი ქამარი ჰქონდა და ნეიტრალიზებისას სერიოზულად დაშავდა . სადგურის ევაკუაციის შემდეგ, ადგილზე იმყოფებოდნენ სამხედროები, სახანძრო სამსახური. ფედერალური პოლიციის ცნობით, მამაკაცს ცეცხლი სამხედროებმა გაუხსნეს.

ფოტო: EPA

ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი