ახალი ამბები

თსუ-ს თვითმმართველობა მოთხოვნებს არ ცვლის

17 მარტი, 2016 • 1730
თსუ-ს თვითმმართველობა მოთხოვნებს არ ცვლის

თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თავჯდომარის, ტატო ირემაძის თქმით, სტუდენტური თვითმმართველობის მოთხოვნები უცვლელია და ისინი რექტორის და აკადემიური საბჭოს გადაყენებას და სრულ რეორგანიზაციას ითხოვენ.

მისი თქმით, არსებობს პოზიტიური ძვრები აუდიტორია #115-თან მოლაპარაკებების რეჟიმზე გადასასვლელად.

“ჩვენ და აუდიტორია #115 ვთანხმდებით, რომ საჭიროა აკადემიური საბჭოს ხელახალი გადარჩევა. ამასთანავე, როგორც იცით, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა რექტორის გადაყენება და ამასთან დაკავშირებითაც, გარკვეულწილად, ვთანხმდებით, რომ თუ აკადემიური საბჭო წავა, ავტომატურად რექტორიც უნდა გადადგეს,” – ამბობს ტატო ირემაძე.

მისი თქმით, აზრი, რომ რექტორის გადაყენება დესტაბილიზაციას გამოიწვევს, მცდარია, რადგან რექტორის მოვალოების შემსრულებელს შემდეგ უნივერსიტეტის მთელი აკადემიური პერსონალი ერთად ირჩევს.

აუდიტორია #115-ის თქმით, მათ არ აქვთ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ინფორმაცია და თვითმმართველობის წევრები არ დაკავშირებიან მოლაპარაკებების დასაწყებად.

თსუ-ს პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი დღეს გაანხლდა. რამდენიმედღიანი საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 16 მარტს, ღამით დასრულდა. უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებმა რექტორს გადადგომა მოსთხოვეს, თუმცა ვლადიმერ პაპავამ მათი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.

აუდიტორია #115-ის წევრებმა კი შენობა საერთო მანიფესტის შემუშავების შემდეგ დატოვეს და საქმინობის გაგარძელებას გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი