ახალი ამბები

დებატები პარლამენტში რელიგიური გაერთიანებების საკითხზე

5 ივლისი, 2011 • 1045
დებატები პარლამენტში რელიგიური გაერთიანებების საკითხზე

დღეს პარლამენტი  მეორე და მესამე მოსმენით იხილავს რელიგიური გაერთიანების რეგისტრაციის წესის განსაზღვრაზე ცვლილებების პროექტს , რაც იმას ნიშნავს, რომ საკონონმდებლო ორგანი დღესვე საბოლოოდ დაამტკიცებს ამ ცვლილებებს.

საიკითხის განხილვას დებატები მოჰყვა პარლამეტში. მაგდა ანიკაშვილმა, დეპუტატმა «ქრისტიანულ–დემოკრატიული მოძრაობიდან», სხდომაზე მოითხოვა საკითხის განხილვის გადადება საშემოდგომო სესიისთვის.

«ეს არის თემა, რომელიც იმსახურებს დიდ ინტერესს. სხვადასხვა ჯგუფებს აქვთ უფლება, შემოგვთავაზონ თავიანთი მოსაზრებები. ჩვენ არ ვიმსჯელებთ ამ კანონპროექტის შინაარსზე განგებ, მანამ, სანამ ყველას არ ექნება უფლება, იმსჯელოს ამ საკითხზე და პოზიციები გამოხატოს. ჩვენი თხოვნა და პოზიცია ასეთია. მისი მიღების არავითარი აუცილებელობა არ არსებობს  და გადავდოთ საშემოდგომო სესიითვის. მანამდე საჯარო დიკუსიები გაიმართოს და თვითონ ამ კონფესიებს მიეცეს უფლება, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. აქ გადაწყვეტილებებს იღებს ერთი გუნდი და საზოგადოება არ არის ჩართული ამ პროცესებში»– განაცხადა ანიკაშვილმა.

დღეს ქრისტიან–დემოკრატებმა  დატოვეს საკომიტეტო მოსმენაც ამ საკითხთან დაკავშირებით და თხოვეს დანარჩენ დეპუტატებს, გაეთვალისწინებინათ საქართველოს პატრიარქის მიერ 4 ივლისს გავრცელებული განცხადება.

«საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ითვლებიან სახელმწიფო დაწესებულებები. რა შუაშია აქ რელიგია? რამდენად არის საჭირო რომელიმე კონფესიას სახელმწიფო ორგანიზაციის სტატუსი მიენიჭოს. სჭირდება ეს ვინმეს? ან რატომ გახდა საჭირო ასე სწრაფად ამის განხილვა?» – ეს კითხვები პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ დასვა.

«მართლმადიდებლურ ეკლასიას ეს სტატუსი უკვე დიდი ხანია აქვს. სსიპ არის ორგანიზაციის მართვის ფორმა, რომელიც აქვს სკოლებსაც, საბაშვო ბაღებსაც. რელიგია არაფერ შუაშია» – ასე უპასუხა ბაღათურიას კითხვებს გოკა გაბაშვილმა.

ბაღათურიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ცვლილებები დისკრიმინაციულია. «ეს არის დისკრიმინაცია სოციალური ნიშნით. ზოგიერთი კონფესიითვის უპირატესი როლის მინიჭება. მთავარია შევქმნათ ისეთი კანონმდებლობა, რომ ყველა კონფესია თანასწორი იყოს. ან საიდან ვიწყებთ ისტორიის ათვლას. რთული და გაუგებარი საკითხია. 15 წლის წინანდელი ამბავი არის თუ არა ისტორია ? როგორ უნდა დავამტკიცოთ ეს კავშირი? ძალიან აბსტრაქტული ჩანაწერია. მაშინ რა დააშავეს ეზიდებმა, რომლებიც საუკუნეებია აქ ცხოვრობენ, რატომ არის ასეთი დისკრიმინაცია? »

პარლამენტი ცვლილებებს დღეს მეორე და მესამე მოსმენით უყრის კენჭს.

ამავე თემაზე:

რა შეიცვლება რელიგიური გაერთიანებებისთვის

პატრიარქი საკანონმდებლო ცვლილებების პროცედურის შეჩერებას ითხოვს

რელიგიურ გაერთიანებებზე კანონპროექტი შეიცვალა

რელიგიური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსი და საგადასახადო რეჟიმი

უთანხმოება რელიგიური ორგანიზაციების იურიდიული სტატუსის განსაზღვრისთვის


მასალების გადაბეჭდვის წესი