თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას გამორიცხავს. თსუ-ს უნივერსიტეტის საბჭოს სხდომა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა პაპავა სხდომიდან ცოტა ხნით გამოვიდა და კომენტარი გააკეთა:
“პირადად მე გადადგომის საკითხს გამოვრიცხავ. დაისვა, იყო მსჯელობა იმის შესახებ, რომ აკადემიური საბჭო არ აპირებს რექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას.”
მისი თქმით, ახლა აკადემიური საბჭო მსჯელობს უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებიდან გამოსავლის მოძებნის გზებზე.
პაპავას გადადგომას თსუ-ს თვითმმართველობის წევრები ითხოვენ.
ლადო პაპავა გადადგომას გამორიცხავს
Posted by netgazeti.ge on Monday, March 14, 2016