თსუ-ს სტუდენტების საპროტესტიო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ “რუსთავი 2”-ის ეთერით განაცხადა, რომ ტელეკომპანიას ბოიკოტს უცხადებენ, ვიდრე ნიკა გვარამია ბოდიშს არ მოიხდის:
“ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გარამია აკეთებს სრულიად უპასუხისმგებლო, ირონიულ და არაადეკვატურ განცხადებას და იგი სტუდენტებს ცილს სწამებს და აკრავს პარტიულ იარლიყებს. ცდილობს, ეს ჯანსაღი პროტესტი გარიოს პარტიათა თამაშში, რაც არის მიუღებელი და დასაგმობი. ჩვენ, სტუდენტები, სტუდენტთა კრიტიკული მასა, ვაცხადებთ, რომ მანამ, სანამ ნიკა გვარამია არ მოიხდის საჯაროდ ბოდიშს მის ყველა განცხადებაზე, ჩვენ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ვუცხადებთ ბოიკოტს. ბოდიშის მოხდის შემდეგ გავაგრძელებთ თქვენთან კომუნიკაციას,”- განაცხადა საროტესტო აქციის მონაწილემ, გვანცა ხონელიძემ.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე გააკეთა განცხადებები, სადაც საუბარი იყო საპროტესტო აქციაში მონაწილე სტუდენტებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გია ჟორჟოლიანს შორის კავშირზე
კი ვწერდი ამ დღეებში, სტუდენტებისაა უნივერსიტეტითქო, მარა ის არ მიგულისხმია, სტუდენტები ჟორჟოლიანისაათქო. ps როგორი ინ…
Posted by Nika Gvaramia on Saturday, March 12, 2016
მოკლედ, დიდი ამბავი ატყდა, ჟორჟოლიანს რა კავშირი შეიძლება ქონდეს სტუდენტებთანო.ჯერ ერთი, ვინც აქციას ვუჭერთ მხარს (მე პ…
Posted by Nika Gvaramia on Saturday, March 12, 2016
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა, აქცებს შემდეგი მოთხოვნებით მართავს:
- დაუყოვნებლივ დაიწყოს უნივერსიტეტებში ე.წ. ოდეერების სისტემის საქმის გამოძიება.
- აკადემიურ საბჭოს მოუწოდებენ, კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილთან შეხვედრის დროს, მოუწოდოს მას, მოხსნას თავისი კანდიდატურა.
- დაიწყოს საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურისა და რეორგანიზების შესახებ.