ახალი ამბები

ლევან გაჩეჩილაძე “მაესტროსთვის” მე-9 არხის ყოფილი შენობის ვარიანტსაც განიხილავს

10 მარტი, 2016 • 2136
ლევან გაჩეჩილაძე “მაესტროსთვის” მე-9 არხის ყოფილი შენობის ვარიანტსაც განიხილავს

ლევან გაჩეჩილძე აცხადებს, რომ “მაესტროსთვის” ყველა ახალ შენობას, მათ შორის მე-9 არხის ყოფილ შენობასაც განიხილავს. ეს ინფორმაცია მაესტროს ახალმა დირექტორმა ჟურნალისტებს დღეს დაუდასტურა.

გაჩეჩილაძისთვის ახალი შენობის მოძიების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გაირკვა, რომ ტელეკომპანიის ამჟამინდელი შენობის მფლობელები, კოტე გოგელია და მაკა ასათიანი არიან. გაჩეჩილაძეს გუშინ შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცა.

“იხილება ყველა შენობა, გამომდინარე იქიდან, რა ზომის არის, როგორ არის, რანაირად არის. ძალიან ბევრი დეტალია, ვინ სად დაჯდება, როგორ დაჯდება, ტექნოლოგიური აღჭურვა როგორ იქნება. რა თქმა უნდა, მათ შორის მე-9 არხიც. რა დააშავა მე-9 არხმა, ცუდი შენობა რატომ უნდა იყოს”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ტელეკომანია “მაესტროს” გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის თქმით, ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნა საჯარო რეესტრის უკანონო გადაწყვეტილებაა, ხოლო გაჩეჩლაძე მაესტროში მუშაობას ვერ შეძლებს.

“ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, ეს არის მაესტროსა და სახელმწიფოს შორის დავა. ჩემდა სამწუხაროდ, ლევან და გია გაჩეჩილაძეები არიან ინსტრუმენტები. მაგრამ რადგანაც ვთქვი, რომ კანონიდან გასვლას არ ვაპირებ, იძლებული ვარ დავემორჩილო იმ უკანონო გადაწყვეტილებას, რაც მიიღო რეესტრმა და მას ვთავაზობ, რომ ის ამ ტელევიზიაში მუშაობას ვერ შეძლებს. თუ მას აქვს ალტერნატიული ფართი, ან სხვა ტელევიზია, ან სხვა შენობა, სადაც მას შეუძლია გაესაუბროს არხის ჟურნალისტებს, გაუკეთოს მათ შეთავაზება, მე მზად ვარ მოვისმინო ეს შეთავაზება, მათ შორის ჩემ მიმართ თუ აქვს. ასევე, თანამშრომლებიც მზად არიან მოისმინონ ეს შეთავაზება. ტექნიკური აღჭურვილობა არის ნახევარი მაკა ასათიანის მფლობელობაში, ნახევარი არის ტელევიზიის მფლობელობაში. თუ ლევან გაჩეჩილაძე მოვა და კამერას და მიკროფონებს წაართმევს ჟურნლიატებს, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ 7 მარტს.

ლევან გაჩეჩლაძის ადვოკატმა ნანუკა ჭკუასელმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ შენობა, რომელშიც ტელეკომპანიაა განთავსებული, “მაესტროს” იჯარით აქვს აღებული, ამიტომ ლევან გაჩეჩილაძეს უფლება აქვს შევიდეს შენობაში:

“ადრეც განვაცხადეთ საჯაროდ და არაერთხელ გვითქვამს, რომ რეგისტრაციის შემდეგ ლევანი აპირებს მივიდეს მაესტროში და შეუდგეს საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას. პირველ რიგში, ლევანი გეგმავს “მაესტროს” თანამშრომელბთან შეხვედრას. შენობა არის მაკა ასათიანის ერთ-ერთი კომპანიის საკუთრება, თუმცა ტელეკომპანია მაესტროს ამ კომპანიასთან აქვს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება და ის სრულ უფლებამოსილებაშია ფლობდეს და სარგელობდეს ამ ქონებით.”

7 მარტს საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩლაძე მაესტროს გენერალურ დირექტორად დაარეგისტრრია.

ლევან გაჩეჩლაძე სტუდია მაესტროს დირექტორად პარტნიორთა საბჭომ 2016 წლის 4 თებერვალს აირჩია. ლევან გაჩეჩილაძე საკუთარი ძმის, გიორგი გაჩეჩლაძის წარმომადგენელია. თავად გიორგი გაჩეჩლაძე, 2016 წლის 1 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მაესტროს 55%-იანი წლის მფლობელიგახდა მას შემდეგ რაც შეიძინა გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძის 15-15%-იანი წილები. მანამდე გაჩეჩილაძე მაესტრო 25%-ს ფლობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი