საზოგადოება

რა იქნება ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები?

4 ნოემბერი, 2024 •
რა იქნება ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები?

ოპოზიციურმა გაერთიანებებმა თავიანთი შემდგომი ნაბიჯები გაახმოვანეს.

სცენაზე დღეს წარმოდგენილნი იყვნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“.

ლევან ცუცქირიძემ [„ძლიერი საქართველო“] დაასახელა ოპოზიციის სამი სტრატეგია:

  1. ყველას უნდა ვაჩვენოთ და გავაგებინოთ გაყალბებები, რომლებიც შეასრულა მთავრობამ
  2. დემოკრატიულმა სამყარომ არ უნდა აღიაროს ცესკოს შედეგები
  3. წინააღმდეგობა, სამოქალაქო აქტივობა

„იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა და არ დამარცხდება“, – აღნიშნა ნიკა მელიამ და დაამატა, რომ „ერთი კალენდარული დღე არ ჩაივლის უპროტესტოდ და ეს უნდა გახდეს მძლავრი მოძრაობა, რომელიც დაანგრევს რეჟიმს“

„გეგმა ვართ ჩვენ, გავიმარჯვეთ – გაყალბების მიუხედავად. ეს წინააღმდეგობის მოძრაობა მოედება მთელ საქართველოს. უნდა ვიაროთ უბან-უბან, კარდაკარ, და ვუთხრათ ხალხს – გამოდი, შემომიერთდი, იმიტომ, რომ ქვეყანა განსაცდელის ზღვარზეა. გეგმა არის ერთად ყოფნა, სიმტკიცე, არდანებება“, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია:

  • ითხოვს ახალი არჩევნების დანიშვნას, არ აღიარებს მოპარულ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას
  • დაიწყებს წინააღმდეგობის მოძრაობა და შლის ფრონტს ჯერ თბილისში, შემდეგ -მთელ საქართველოში
  • ყველაფერს აკეთებს ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი