საზოგადოება

კონცერტი გავაუქმეთ ადამიანის უფლებებზე მთავრობის თავდასხმის გამო — Massive Attack

12 ივნისი, 2024 •
კონცერტი გავაუქმეთ ადამიანის უფლებებზე მთავრობის თავდასხმის გამო — Massive Attack

დღეს, 12 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ გაუქმდა ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, Massive Attack-ის კონცერტი, რომელიც 28 ივლისს „ბლექ სი არენაზე“ უნდა გამართულიყო.

ჯგუფის განცხადებით, დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა „საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებზე თავდასხმის გამო.“

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

„საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებზე თავდასხმისადმი პროტესტის ნიშნად გადავწყვიტეთ გაგვეუქმებინა ჩვენი კონცერტი საქართველოში, რომელიც 28 ივლისს უნდა გამართულიყო.

დღეს საქართველოს მთავრობის საკუთრებაში არსებულ „ბლექ სი არენაზე“ გამოსვლა შეიძლება აღქმული იყოს როგორც მშვიდობიან აქციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ძალადობის გამართლება.

ცემა, დაკავება, დაშინება და ძალადობა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციაზე, კანონებთან ერთად, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას და უარყოფს ლგბტი უფლებებს, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ვემსახურებით.

სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან დემონსტრანტებს საქართველოში, რომლებიც უპირისპირდებიან მთავრობის ძალადობას და ვთვლით, რომ  მათი ხმა უნდა ისმოდეს და მათი გასაჭირი უნდა მოექცეს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში.

ჩვენ დავბრუნდებით და წარვდგებით თქვენ წინაშე, თქვენთან ერთად თავისუფლებაში.”

#დაიცავიპროტესტი

„ბლექ სი არენას“ განცხადებით, გაყიდული ბილეთების ფულს მსმენელებს უკან დაუბრუნებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი