საზოგადოება

“დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება” – პრეზიდენტი

8 ივლისი, 2023 • 867
“დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შესაბამის ორგანოებს “პრაიდის ფესტივალის” უსაფრთხოდა ჩატარებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება დაუშვებელია.

ამის შესახებ განცხადება მან დღეს, 8 ივლისს, “პრაიდის ფესტივალის” დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაავრცელა:

“საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება მიუღებელია! დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება.

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ “პრაიდის ფესტივალის” უსაფრთხოდ ჩატარება და მონაწილეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციით”, — ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, პრეზიდენტის დავალებით “პრაიდის ფესტივალს” ადამიანის უფლებათა საკითხებში მისი მრჩეველიც დაესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი