საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ბავშვიანი ოჯახები რძის და შაქრის რიგში – ჰუმანიტარული კრიზისი ყარაბაღში

3 ივლისი, 2023 • 920
ბავშვიანი ოჯახები რძის და შაქრის რიგში – ჰუმანიტარული კრიზისი ყარაბაღში

აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღელებისთვის ერთადერთი სასიცოცხლო გზის – სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორის ჩაკეტვის გამო შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში, სტეპანაკერტსა და მიმდებარე რაიონებში,  მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბავშვიანი ოჯახებისთვის შაქრისა და რძის პროდუქტების გაყიდვის პუნქტებმა დაიწყო მუშაობა.

ფოტო: მარუტ ვანიანი, სტეპანაკერტი

ფოტო: მარუტ ვანიანი, სტეპანაკერტი

აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის ერთადერთი გზის – ლაჩინის კოროდორის ჩაკეტვიდან ნახევარი წლის შემდეგ გამშვები პუნქტი დადგა.  თუმცა, ბაქოს 15 ივნისის განცხადებით, ლაჩინის დერეფანში არსებული აზერბაიჯანული გამშვები პუნქტი დროებით აჩერებს მუშაობას. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ პუნქტი მანამდე არ გაიხსნება, სანამ 15 ივნისის ინციდენტის გამოძიება არ მოხდება, ან სომხეთი პროვოკაციაზე პასუხისმგებლობას არ აიღებს. ამჟამად სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის მხოლოდ საერთაშორისო წითელი ჯვრის მანქანები დადიან, რომელთაც მძიმე პაციენტები გადაჰყავთ სომხეთის ტერიტორიაზე.

საკვები პროდუქტის დეფიციტის პარალელურად, გართულდა ასევე ბენზინის ტალონების გაცემისა და საკვები პროდუქტის გადანაწილების სისტემა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ.

“ჩაგვბარდით” – ალიევი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტსა და დეპუტატებს ემუქრება

2020 წლის სექტემბრამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის არსებული 11,450 კვ.კმ-დან აზერბაიჯანმა ომის დროს დაახლოებით 3,750 კვ.კმ დაიკავა და კიდევ 4,500 კვ.კმ 2020 წლის 10 ნოემბრის “სამმხრივი განცხადების” შესაბამისად მიიღო. კიდევ 250 კვ.კმ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლებასთან ზეპირი შეთანხმებებისა და 2021 წელს კიდევ ერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ აიღო. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორია 3 ათას კვ. კმ-ზე ნაკლებ ფართობს წარმოადგენს.

დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს, ყველანაირი ავტონომიიის გარეშე მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზე სრული კონტროლი დაამყაროს და მთიანი ყარაბაღიდან მესამე მხარე გავიდეს. ეს შეეხება როგორც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს, ასევე, შესაძლო ევროპულ მისიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი