საზოგადოება

აფეთქება სტამბოლში – არის მსხვერპლი

13 ნოემბერი, 2022 • 3852
აფეთქება სტამბოლში – არის მსხვერპლი

მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას სტამბოლში, ქალაქის ცენტრში, ქვეითებით დატვირთულ ისტიკლალის ქუჩაზე, ტაქსიმის მოედნის სიახლოვეს.

„როიტერსის“ თანახმად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა სულ მცირე 11 ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.

ქალაქის მერის, ეკრემ იმამოღლუს თქმით, აფეთქება 16:20 საათზე მოხდა. მისი თქმით, „არიან დაღუპულები“.

ჯერჯერობით აფეთქების ოფიციალური მიზეზი სამთავრობო უწყებებს არ უთქვამთ.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ აფეთქება მოულოდნელად შუა ქუჩაში ხდება, რის შემდეგაც მოქალაქეები გარბიან. კადრებში ასევე ჩანს, სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანის ცხედარი და რამდენიმე დაშავებული.

მერი იმამოღლუ აცხადებს, რომ „საჭიროა პოლიციასა და სასწრაფოს დავეხმაროთ“ და მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ „პოსტების დადებისაგან, რამაც შეიძლება შიში და პანიკა გამოიწვიოს“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი