საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“კარატე” დევნილი ბავშვებისთვის – ერთადერთი გასართობი ფოცხოეწერში

2 ოქტომბერი, 2022 • 870
“კარატე” დევნილი ბავშვებისთვის – ერთადერთი გასართობი ფოცხოეწერში

შაბათი. ფოცხოეწერში დევნილი ბავშვები კარატეს გაკვეთილზე დასასწრებად ემზადებიან. იმის მიუხედავად, რომ გაკვეთილი საღამოს 4 საათზე იწყება, ბავშვები შეკრებას 3 საათიდან იწყებენ – ეს ერთადერთი კლასგარეშე აქტოვობაა სოფელ ფოცხოში, რომლის დაწყებასაც ბავშვები მოუთმენლად ელოდებიან. ტრენერს მოსწავლეები ხშირად დაჰყავს სხვადასხვა ჩემპიონატზე. 

წრე დევნილი ბავშვებისთვის ჯერ კიდევ 2003 წელს გაიხსნა. მას შემდეგ, როგორც ტრენერი რომან ლუკავა გვიყვება, შენობის რემონტისთვის პერიოდულად მიმართავდა მუნიციპალიტეტს. 

“მეორე ოთახში ვერ ვატარებთ გაკვეთილს, ლურსმნებია ამოყრილი იატაკიდან. წლებია, მუნიციპალიტეტს მივმართავთ. სულ რაღაც 5000 ლარზეა საუბარი”, – ამბობს ტრენერი.

კარატეს გაკვეთილი

კარატეს გაკვეთილი

გაკვეთილის დაწყებამდე

გაკვეთილის დაწყებამდე

შესვენება

შესვენება

ვარჯიში

ვარჯიში

კარატეს გაკვეთილი

კარატეს გაკვეთილი

კარატეს გაკვეთილი

კარატეს გაკვეთილი

კარატეს გაკვეთილი

კარატეს გაკვეთილი

კარატეს გაკვეთილი

კარატეს გაკვეთილი

კარატეს გაკვეთილი

კარატეს გაკვეთილი

“ექვსი თვეა, რაც ამ სამსახურში ვმუშაობ. იმ დროისთვის ბიუჯეტი უკვე ფორმირებული იყო. ვფიქრობ, იანვრის თვეში უკვე გათვალისწინებული გვექნება რემონტის ფული 5000 ლარი. საქმე იმაშია, რომ სასპორტო ცენტრის საკუთრებაში არ არის ეს დარბაზი. ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს სახელმწიფოსგან, რომ გადმოგვეცეს შენობა. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ მის რემონტს. სავარაუდოდ, იანვარში ჩვენი იქნება ეს შენობა”, – განუცხადა ნეტგაზეთს გელა თოლორაიამ, წალენჯიხის სასპორტო ცენტრის ხელმძღვანელმა კითხვაზე, თუ რატომ არ არემონტებენ სავარჯიშო დარბაზს. 

ტრენერი რომან ლუკავა მოსწავლეებთან ერთად

“ვინც შეძლო, აქედან ყველა გაიქცა” – “კუნძული” დევნილებისთვის 

წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი დევნილი ოჯახი ტოვებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერს, სადაც ჯერ კიდევ 2010-2011 წლებში  ე.წ. მასობრივი გასახლების დროს თბილისიდან ათეულობით ოჯახი, თითქმის, ძალადობრივად ჩაიყვანეს იქ. ადგილობრივები ამბობენ, რომ თბილისიდან ჩამოსული დევნილებიდან აქ თითქმის აღარავინ ცხოვრობს – “ხალხი მალევე გაიქცა, ვერ შეეგუვნენ ამ პირობებს. არც სამსახური, არც ინფრასქტუქტურა, არც ტრანსპორტი. სკოლაც კი მეცხრე კლასამდე გვაქვს აქ”.

დასახლებაში მხოლოდ ერთი ჯიხურია ძალიან მწირი პროდუქციით. კვირაში ერთხელ კი მანქანით ხილი და ბოსტნეული ჩამოაქვთ გასაყიდად. ადგილობრივები მძღოლის მადლიერები არიან, რადგან  საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის “ნისიად” ყიდვის საშუალებაც აქვთ.

დღეს აფხაზეთიდან დევნილების დასახლებაში მხოლოდ რამდენიმე ათეული ოჯახი ცხოვრობს. ბინების უმეტესი ნაწილი უბრალოდ დაკეტილია მეპატრონეების მიერ. 

ჯიხურის მეპატრონე ამბობს, რომ პროდუქციისთვის ზუგდიდში “მარშრუტკით” ჩადის და მხოლოდ პირველადი საჭიროების პროდუქტი ჩამოაქვს.

ფოცხოეწერი დასახლება

ფოცხოეწერის დასახლება

საცხოვრებელი კორპუსების ნაწილი გაურემონტებელია.

საცხოვრებელი კორპუსების ნაწილი გაურემონტებელია.

 

თბილ დღეებში ბავშვები ეზოში თამაშობენ

თბილ დღეებში ბავშვები ეზოში თამაშობენ

ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი