ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დევნილის სტატუსისთვის 100 ათასიდან 36 ათასმა ყარაბაღელმა მიმართა სომხეთს

17 იანვარი, 2024 • 1188
დევნილის სტატუსისთვის 100 ათასიდან 36 ათასმა ყარაბაღელმა მიმართა სომხეთს

სომხეთის შს სამინისტროს საემიგრაციო სამსახურს დევნილის სტატუსის მისაღებად მთიანი ყარაბაღიდან 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხიდან ამ ეტაპზე 36 ათასმა მიმართა.

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა, “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით, 2023 წლის 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. 19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.

2024 წლის პირველი იანვრიდან, 2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გამო, არცახის რესპუბლიკამ [თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა] არსებობა შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი