საზოგადოება

გვჭირდება ევროპა, რომლის ყიდვას რუსეთი ვერ შეძლებს- ზურაბიშვილი მაკრონს 

25 აპრილი, 2022 • 1562
გვჭირდება ევროპა, რომლის ყიდვას რუსეთი ვერ შეძლებს- ზურაბიშვილი მაკრონს 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

გილოცავთ ბატონო ემანუელ მაკრონ, თქვენთან ერთად მოიგო საფრანგეთმა!  იმარჯვებს ევროპა და  ვიმარჯვებთ ჩვენ, ჩვენ ქართველები და უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას, ან გატეხვას რუსეთი ვერ შეძლებს და ვალდებული იქნება პატივი სცეს!”- მილოცვის ამ ტექტს პრეზიდენტი ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს.

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რომელიც 25 აპრილის ღამეს გამოქვეყნდა, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონი ხმათა უმრავლესობით – 58,2%-ით ლიდერობს.

ეგზიტპოლი ორგანიზაციამ Ipsos & Sopra Steria ჩაატარა. არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 24 აპრილს გაიმართა, მაკრონის მეტოქე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი იყო. ეგზიტპოლის თანახმად,  ხმები ასე გადანაწილდა:

  • მაკრონი – 58,2%
  • ლე პენი – 41,8%

ეგზიტპოლის მიხედვით, მაკრონმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

მასალების გადაბეჭდვის წესი