საზოგადოება

ცნობილია, რა შეიარაღებით დაეხმარა და დაეხმარება აშშ უკრაინას

8 აპრილი, 2022 • 5278
ცნობილია, რა შეიარაღებით დაეხმარა და დაეხმარება აშშ უკრაინას

აშშ აპირებს, უკრაინას დამატებით გადასცეს საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის- სტინგერები, ჯაველინები და კამიკაძე დრონები. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობს საკითხზე, რომ შეასრულოს უკრაინის უსაფრთხოების პრიორიტეტული მოთხოვნები და საკუთარი მარაგებიდან შესაძლებლობისთანავე მიაწოდოს იარაღი. ასევე, ხელი შეუწყოს მოკავშირეებსა და პარტნიორ ქვეყნებს, უკრაინას იარაღი მიაწოდონ.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა ის ჯავშანტექნიკა და საჰაერო სისტემა, რომელიც შედიოდა უსაფრთხოების დახმარების მარტში დამტკიცებულ პაკეტებში, უკრაინისთვის უკვე მიწოდებულია.

უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების აქამდე გაწეული და სამომავლო დახმარება მოიცავს:

  • 1400-ზე მეტ სტინგერის საზენიტო სისტემას
  • 5000-ზე მეტ ჯაველინის ანტისატანკო სისტემას
  • 7000-ზე მეტ სხვა ჯავშანტექნიკის საწინააღმდეგი სისტემას
  • სვიჩბლეიდის ასობით ტაქტიკურ დრონს
  • 7000-ზე მეტ მცირე იარაღს
  • 50,000,000-ზე მეტ ტყვიას
  • ჯავშანისა და ჩაფხუტის 45 000 კომპლექტს
  • ლაზერულ სარაკეტო სისტემებს
  • პუმას სადაზვერვო დრონებს
  • 4 კონტრსაარტილერიო და უპილოტო საჰაერო სისტემის სათვალთვალო რადარს
  • 4 კონტრნაღმტყორცნების სარადარო სისტემას
  • მაღალი მობილობის მრავალფუნქციურ ბორბლიან დაჯავშნილ მანქანებს
  • ღამის ხედვის მოწყობილობებს, თერმული გამოსახულების სისტემებს და ოპტიკას
  • ტაქტიკურ უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემებს
  • სატელიტური გამოსახულების კომერციულ მომსახურებას
  • ასაფეთქებელი საბრძოლო იარაღისგან დამცავ მოწყობილობას
  • სამედიცინო მარაგს, რომელიც მოიცავს პირველადი დახმარების კომპლექტებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ამ დრომდე აშშ-მა უკრაინის დასახმარებლად, საერთო ჯამში, 1.7 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი