საზოგადოება

“ქართული ლეგიონი”: დავაკავეთ მტრის დივერსანტები

12 მარტი, 2022 • 31876
“ქართული ლეგიონი”: დავაკავეთ მტრის დივერსანტები

უკრაინაში მყოფი “ქართული ლეგიონი” აცხადებს, რომ დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე დივერსანტები, რომლებიც უკრაინაში მყოფი ქართველ მებრძოლებს იღებდა მიზანში.

“ქართულ ლეგიონს”, რომელიც უკრაინაში მაიდნის მოვლენების შემდეგ შეიქმნა, მამუკა მამულაშვილი ხელმძღღვანელობს. ქართველების გარდა მასში სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც ირიცხებიან და ტერიტორიული თვდაცვისთვის სამოქალაქო ჯგუფებს წვრთნიან.

ტვიტერზე “ქართული ლეგიონის” გვერდი აცხადებს, რომ რუსეთის დივერსანტები დიდი ხანია ცდილობენ მათი ადგილმდებარეობის დადგენას, თუმცა, უშედეგოდ, რადგან ჯაშუშების ნეიტრალიზებას ადვილად ახერხებენ.

https://twitter.com/GeoLegion/status/1502334131862224909

24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ამის პარალელურად ცნობილი გახდა, რომ კიევში რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე დივერსანტების ჯგუფი მუშაობდა, რომლებიც უკრაინის დამცველებს ესხმოდნენ თავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი