საზოგადოება

სასტიკი ომი უკრაინაში — დღე VI რუსეთის შეჭრიდან [განახლებადი]

1 მარტი, 2022 • 5716
სასტიკი ომი უკრაინაში — დღე VI რუსეთის შეჭრიდან [განახლებადი]

უკვე მე-6 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

მნიშვნელოვანი დეტალები: 

  • რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება;
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“;
  • დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მ, კანადამ, ევროკავშირმა, რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დააწესეს მძიმე ეკონომიკური სანქციები;
  • ევროპის ქვეყნებმა თქვეს, რომ უკრაინას მიაწვდიან სამხედრო იარაღს, ასევე, ავიაგამანადგურებლებს;
  • რუსეთის აგრესიის პასუხად, უკრაინამ 28 თებერვალს ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე;
  • რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა ბელორუსში, თუმცა უშედეგოდ.

ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ 1 მარტის სიახლეებს უკრაინაში მიმდინარე ომის  შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ. 

მოვლენებს განახლებად რეჟიმში  შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ნეტგაზეთის ტელეგრამის არხზე: https://t.me/ambebiukrainidan

ამბებს რუსულ ენაზე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ და გაუზიაროთ მეგობრებს უკრაინაში ნეტგაზეთის რუსული ვერსიიდან: ru.netgazeti.ge 

ამბების ქრონოლოგია 1 მარტის 08:00 საათიდან.


21:14


20:50


18:40


16:17


15:50


15:00


14:48 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი – იგორ დოლგოვი გაიწვია.

12:25 რუსეთის სამხედრო ტანკებზე სხვადასხვა ლათინური ასოებია გამოსახული. უკრაინის თავდაცვის საიმინისტრო განმარტავს, თუ რას ნიშნავს „Z“ „V“ „X“ და სხვა სიმბოლოები, რომლებიც რუსულ ტექნიკაზეა დატანილი.

11:32 უკრაინა ომის ობლიგაციების უშვებს და მოსახლეობას, ბიზნესსა და უცხოელ ინვესტორებს მისი შეძენისკენ მოუწოდებს.

11:26 — უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის მხარეს დაღუპულ სამხედროთა რიცხვმა 5 710-ს მიაღწია, 200 პირი კი ტყვედაა აყვანილი.

11:05 – რუსულმა არმიამ დილით ხარკოვის ცენტრი დაბომბა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაადგილდებიან.

08:44 — მასტერქარდმა თავისი გადახდის სისტემით სარგებლობა არაერთ რუსულ ბანკს შეუზღუდა. მიზეზი რუსული ბანკების წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციებია.

მასტერქარდმა თავისი გადახდის სისტემით სარგებლობა არაერთ რუსულ ბანკს შეუზღუდა. მიზეზი რუსული ბანკების წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციებია.

08:02 — შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი აცხადებს, რომ მსოფლიო უკვე ხედავს რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პირველად შედეგებს.

იგი ტვიტერზე წერს, რომ;

  1. „რუბლის ღირებულება დაეცა, – ერთი რუბლი ერთ ცენტზე ნაკლები ღირს;
  2. S&P-მ დასწია რუსეთის სახელმწიფო ვალი „ნაგვის“ კატეგორიამდე;
  3. რუსეთის საფონდო ბირჟა 5 მარტამდე დაიხურა“;

08:00 — უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქ ახტირკაში, რომელიც სუმის ოლქში მდებარეობს, გუშინ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საარტილერიო ცეცხლის შედეგად ათობით უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი