ახალი ამბები

დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვმა 5 710-ს მიაღწია – უკრაინა

1 მარტი, 2022 • 2730
დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვმა 5 710-ს მიაღწია – უკრაინა

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის მხარეს დაღუპულ სამხედროთა რიცხვმა 5 710-ს მიაღწია, 200 პირი კი ტყვედაა აყვანილი.

ამასთან, უკრაინული მხარის თქმით, 24 თებერვლიდან 1 მარტამდე დააზიანეს ან გაანადგურეს 29 თვითმფრინავი, 29 ვერტმფრენი, 198 ტანკი, 846 ჯავშანტრანსპორტიორი, 77 საარტილერიო სისტემა, 24 საზენიტო დანადგარი,  60 საწვავის ავზი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი, 2 კატერი,  305 საავტომობილო ტექნიკა.

უწყება განმარტავს, რომ მონაცემები კიდევ ზუსტდება და აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებები ამას ართულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი