ახალი ამბები

ახტირკაში ათობით უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა – მსხვერპლია რუსეთის მხარესაც

1 მარტი, 2022 • 3683
ახტირკაში ათობით უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა – მსხვერპლია რუსეთის მხარესაც

უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქ ახტირკაში, რომელიც სუმის ოლქში მდებარეობს, გუშინ, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საარტილერიო ცეცხლის შედეგად, ათობით უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა.

სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, დმიტრი ჟივიცკი აცხადებს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები მოწინააღმდეგის საარტილერიო ცეცხლს ემსხვერპლნენ. ცხედრების გადმოსვენება გრძელდება.

ამასთან, იგი აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ „მნიშვნელოვანი დანაკარგები იწვნია“ და რუსი ჯარისკაცების ცხედრების გადასვენებაში წითელი ჯვარი ჩაერთვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი