უკრაინაში მყოფ რუსულ საბრძოლო და სატვირთო ტექნიკაზე სხვადასხვა ლათინური ასოა გამოსახული.

უკრაინის თავდაცვის საიმინისტრო განმარტავს, თუ რას ნიშნავს „Z“ „V“ „X“ და სხვა სიმბოლოები, რომლებიც რუსულ ტექნიკაზეა დატანილი.

  • Z – რუსეთის აღმოსავლეთ ძალები;
  • Z კვადრატში – რუსეთის ჯარები, რომლებიც განთავსებულია ყირიმში;
  • O – ბელარუსში დისლოცირებული ჯარები;
  • V – საზღვაო ქვეითები;
  • X – კადიროველები;
  • A – სპეციალური დანიშნულების რაზმები;

რუსეთი და უკრაინა პრაქტიკულად მსგავს საბრძოლო ტექნიკას იყენებენ.

ტექნიკაზე სიმბოლოების დატანა შესაძლოა, რამდენიმე მიზეზით აიხსნებოდეს, მათ შორის, საკუთარი ტექნიკის იდენტიფიკაციისთვის და ე.წ. „მეგობრული ცეცხლის“ თავიდან აცილების მიზნით.