მასტერქარდმა თავისი გადახდის სისტემით სარგებლობა არაერთ რუსულ ბანკს შეუზღუდა. მიზეზი რუსული ბანკების წინააღმდეგ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული საერთაშორისო სანქციებია.
Reuters-ის ინფორმაციით, პარალელურად, მასტერქარდი გააგრძელებს მუშაობას საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად. ასევე, გადახდის სისტემა 2 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებისთვის.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. პუტინის განცხადებით, მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკიაციაა“. რუსეთის წამოწყებულ ომს უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელი და სამხედრო. უკრაინული მხარის ცნობით, მოკლულია რუსეთის არმიის 5 ათასზე მეტი ჯარისკაცი. რუსეთი არ აქვეყნებს ომის შედეგების სტატისტიკა.
რუსეთის არმია ამ დრომდე განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დასახლებულ უბნებს.