საზოგადოება

სოციალური აგენტები გაიფიცნენ

17 იანვარი, 2022 • 1527
სოციალური აგენტები გაიფიცნენ

სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი, ძირითადად, სოციალური მუშაკები, დღეს, დილის 09:00 საათიდან გაიფიცნენ.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე სოცაგენტებმა დღეს დილით გამართულ ზუმშეხვედრაზე განაცხადეს, რომ იფიცებიან.

„ჩვენ ვიფიცებით, რათა გვქონდეს ღირსეული ანაზღაურება. ჩვენ არ შევეგუებით დანაშაულებრივად დაბალ ხელფასებს. 200-300 ლარზე ჩვენ არ ვიმუშავებთ, არ შევეგუებით იმ უკანონო, ერთთვიან ხელშეკრულებებს, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფორმებს“, — აცხადებენ გაფიცულები.

მათ დღეს, 11 საათზე სამინისტროსთან აქციაც დაგეგმეს.

მათთან შეხვედრის შემდეგ სამინისტრომ თქვა, რომ სოციალური აგენტების 250-ლარიანი ხელფასი გახდება 400 ლარი, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. გარდა ამისა, ისინი ერთ ოჯახთან გასაუბრებისთვის 6 ლარი ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

სოციალური აგენტებისთვის აღნიშნული დაპირება მიუღებელია არსებული ეკონომიკური ვითარების ფონზე. გარდა ამისა, სოციალური აგენტები ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობამდე მისვლა საკუთარი ხარჯით უწევთ, რაც დამატებითი მძიმე ტვირთია მათთვის, განსაკუთრებით, რეგიონებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი