საზოგადოება

BASSIANI-ს, Mtkvarze-ს და სხვა კლუბებს ლუქავენ

24 დეკემბერი, 2021 •
BASSIANI-ს, Mtkvarze-ს და სხვა კლუბებს ლუქავენ

კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი აცხადებს, რომ ამ წუთებში კლუბს ლუქავენ.

„თუ არ ვცდები, ლუქავენ თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს“, – წერს ორაშვილი ფეისბუკზე.

„ნეტგაზეთს“ კლუბების გაერთიანების ხელმძღვანელმა, დავით ლეჟავამ უთხრა, რომ მისი ინფორმაციითაც ლუქავენ სხვა კლუბებს. მისი თქმით, საუბარია დაახლოებით 10-12 კლუბზე.

კლუბ „მტვარზეს“ დამფუძნენებლი, ქეთა გაბუნიაც წერს, რომ ადგილზე შრომის ინსპექციაა მისული და ამ კლუბსაც უპირებენ დალუქვას.

გაბუნიას თქმით, უწყების წარმომადგენლები ვერ განმარტავენ მიზეზს, თუ რის საფუძველზე ლუქავენ სივრცეს.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს დეტალების გარკვევას შესაბამის უწყებებთან.


ამ კვირაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებულ ოპერაციული შტაბში თქვეს, რომ საკოორდინაციო საბჭოს არ მიუღია კლუბების გახსნის გადაწყვეტილება.

აღნიშნულის შემდეგ საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღამის კლუბებისთვის დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, მუშაობას დადგენილი პროტოკოლით განაახლებდნენ.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი