საზოგადოება

ბათუმის საკრებულოში მძაფრი სუნის ხსნარი დაღვარეს, სხდომაზე შესვენებაა

26 ნოემბერი, 2021 • 912
ბათუმის საკრებულოში მძაფრი სუნის ხსნარი დაღვარეს, სხდომაზე შესვენებაა

ბათუმის საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” მირდატ ქამადაძემ დღევანდელ სხდომაზე მძაფრი სუნის მქონე ხსნარი დაასხა.

ენმ ამ გზით ცდილობს ჩაშალოს საკრებულოს სხდომა, რომელზეც მმართველი გუნდი 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ცდილობს.

“ხელში მიჭირავს შპრიცი, ეს ხსნარი არ არის მომწავლელი, მაგრამ აქვს ძალიან ცუდი სუნი”, — განაცხადა ქამადაძემ.

ის პოლიციამ საკრებულოს შენობიდან გაიყვანა. საკრებულოს თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.

“ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ვერაგი ნაბიჯი. 35 კაცი დაწამლეს. ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაშლიან [სხდომას]. გამოვაცხადეთ შესვენება, გავივლით კონსულტაციებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბათუმელები არ დაზარალდნენ და დავამტკიცოთ 2022 წლის ბიუჯეტი”, — განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ.

დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმში საკრებულოს სხდომა იმართება. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმს უკვე ჰყავს ახალარჩეული საკრებულო, 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას საკრებულოს ძველი შემადგენლობა აპირებს, რასაც ახალი საკრებულოს ოპოზიცია აპროტესტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი