საზოგადოება

ოპოზიციამ დღეს, 19 საათზე, რუსთაველზე აქცია დააანონსა

31 ოქტომბერი, 2021 • 1629
ოპოზიციამ დღეს, 19 საათზე, რუსთაველზე აქცია დააანონსა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა დღეს, 31 ოქტომბერს, თბილისში აქცია დააანონსა.

მანამდე, ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნები ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაუქმებულია და სამომავლო გეგმას საზოგადოებას მალევე გააცნობენ. სწორედ ამ გეგმის გასაჯაროებას აპირებენ დღეს ისინი პარლამენტთან.

„დღეს საღამოს, 7 საათზე, გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ კონკრეტული გეგმის თაობაზე ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ და არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი, გზით მოპარული არჩევნები, რომელიმე ხელისუფალს, მით უფრო ბიძინა ივანიშვილს ეს შერჩება.

გელოდებით დღეს 7 საათზე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე – ბრძოლა გუშინ არათუ არ დასრულებულა, არამედ ბრძოლა დაიწყო,“ — თქვა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 30 ოქტომბერს გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ყველგან, გარდა წალენჯიხისა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა,

მასალების გადაბეჭდვის წესი