საზოგადოება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რეორგანიზაცია

1 თებერვალი, 2010 • • 4423
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რეორგანიზაცია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ზაზა ჭელიძე რჩება. სამსახურის რეორგანიზაციამდე იგი დირექტორი გახლდათ და ამ პოსტზე იმ დრომდე დარჩება, სანამ არ მოხდება საბჭოს დაკომპლექტება.
პრეზიდენტის ინიციატივით საბჭოს წევრების კანდიდატები წარედგინება პარლამენტს და საბჭოს დამტკიცების შემთხვევაში მოხდება მათი დაკომპლექტება. აღნიშნული პროცესის დასრულებისთანავე ახალი საბჭო ახალ დირექტორს აირჩევს. თუ ვინ იქნება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
სტატისტიკის დეპარტამენტში კიდევ ერთი ცვლილებაა. დღეიდან დეპარტამენტი გარდაიქმნება დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. რაც ნიშნავს, რომ ის აღარ იქნება დამოკიდებული, როგორც აქამდე იყო, ეკონომიკური განვითარების სამინისტროზე. თუმცა წელიწადში ერთხელ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ახალი სახელით საქსტატი) ყოველწლიურ ანგარიშს საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს ჩააბარებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი