“მესტია არის პატარა სათხილამურო ქალაქი, რომელიც კავკასიონის მთებში 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აეროპორტის უჩვეული შენობა წარმოადგენს ფოლადისა და მინისგან შეკრულ კვადრატს, რომელიც სამი სხვადასხვა მიმართულებით არის მიმართული. შავი და თეთრი სტრუქტურა სპეციალურად შეარჩიეს იმისთვის, რომ მიიქციოს ყურადღება და მესტიას თანამედროვე მსფლიოს რუკაზე ადგილი დაუმკვიდროს”,- წერს BBC.

მესტიის აეროპორტის მშენებლობა 2010 წელს დამთავრდა გერმანელი არქიტექტორისა და ხელოვანის იურგენ მაიერ-ჰერმანის პროექტით.
BBC-ის ჩამონათვალში მესტიის აეროპორტის გარდა მონტევიდეოს, ვენეციის, ოსაკას, კალიფორნიის, შოტლანდიის, საფრანგეთის, საუდის არაბეთის აეროპორტები შევიდა. პირველ ადგილზეა ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოს კარასკოს საერთაშორისო აეროპორტი.
