საზოგადოება

მეცნიერები ზღვის დონის 4 მეტრით ამაღლების შესახებ იუწყებიან

13 მაისი, 2014 • • 3065
მეცნიერები ზღვის დონის 4 მეტრით ამაღლების შესახებ იუწყებიან

ნასას მკვლევრები იუწყებიან, რომ ანტარქტიდაზე ყინულის დნობამ შეუქცევადი ხასიათი გლობალური დათბობის გამო მიიღო. მეცნიერების გათვლით მთელი ანტარქტიდის ყინულის დნობა ზღვის დონეს დამატებით 4 მეტრით აამაღლებს. რაც მთელს მსოფლიოში სანაპირო და ქვედა ზოლის წყლით დაფარვას გამოიწვევს.

 

დასავლეთ ანტარქტიდას ნასას გარდა ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრები აკვირდებოდნენ. ორი დამოუკიდებელი მკვლევარი სხვადასხვა პერიოდში ანტარქტიდის ამ ნაწილში ყინულის დნობის პროცესს დააკვირდა და ორივემ ერთი და იგივე დასკვნა დადო: ყინულის სისქე ანტარქტიდის დასავლეთ ნაწილში თხელდება და დნობის პროცესის შეჩერება მკვეთრი ზომების მიღების შემთხვევაშიც შეუძლებელია, განუცხადეს მკვლევრებმა გარდიანს.

დასავლეთ ანტარქიდა/ ფოტო:  NASA/GSFC/SVS
დასავლეთ ანტარქიდა/ ფოტო: NASA/GSFC/SVS

“ნასას” მკვლევრებმა შეისწავლეს 6 დნობადი მყინვარი ანტარქტიდაზე, რომლებიც ზღვის დონის მომატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები არიან. ერთ-ერთი მცურავი ყინული სახელად Pine Island 1992-2011 წლებში 31 კილომეტრით დაშორდა თავის ცენტრს.

 

კვლევის ყურადღების ცენტრში მოექცა ასევე მყინვარი Thwaites, რომელიც ამუნდსენის ზღვაში მდებარეობს. დეკადების წინ მეცნიერებმა აღმოაჩიენს, რომ ის დნებოდა. მათ გარდიანთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მყინვარის გაქრობას საუკუნეები დასჭირდება, ხოლო მხოლოდ მისი ყინულის გადნობა ზღვის დონეს 60 სანტიმეტრით აამაღლებს.

 

მეცნიერები იმასაც კი ვარაუდობენ, რომ ყინულის მასების აკუმულაცია ანტარქტიდაზე დროებითი მოვლენა იყო.

 

დასავლეთ ანტარქტიდა, თუიატის მცურავი ყინული /ფოტო: NASA
დასავლეთ ანტარქტიდა, თუიატის მცურავი ყინული /ფოტო: NASA

ვაშინგტონის უნივერსიტეტის გლაციოლოგი (მეცნიერი, რომელიც დედამიწის ზედაპირზე დაგროვილ ყინულს სწავლობს) იან იოუნი ამბობს, რომ ყინულის დნობა ანტარქტიდაზე არ არის დროებითი, ლოკალური მოვლენა, ეს არის ყინულის ფართომასშტაბიანი ჩამოშლა, რაც ორიდან ათ საუკუნემდე გაგრძელდება. მან გარდიანს უამბო, რომ ყინულის დნობა ნელ-ნელა დაიწყება და ზღვის დონე დასაწყისისითვის წელიწადში 1 მილიმეტრით მოიმატებს, რაც ერთი საუკუნე გაგრძელდება, მაგრამ რამდენიმე ასეული წლის შემდეგ ყინული ერთბაშად გადნება.

 

მეცნიერები ეძებენ ყინულის დნობის მიზეზს და ვარაუდეობენ, რომ მხოლოდ ჰაერის ტემპერატურის დათბობა არ არის ამის გამომწყვეი. მასთან ერთად ყინულის დნობაზე გავლენას ოკეანის სიღრმეში შედარებით თბილის წყლის დინება ახდენს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი