საზოგადოება

“კავკასიურმა სახლმა” ხუდონჰესის თემაზე კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა [ვიდეო]

3 აპრილი, 2014 • • 1451
“კავკასიურმა სახლმა” ხუდონჰესის თემაზე კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა [ვიდეო]

25-წუთიანი ფილმი კავკასიური სახლის დარბაზში 6 საათზე დაიწყო. “კავკასიური სახლის” დამფუძნებლის, ნაირა გელაშვილის თქმით, ფილმის შექნის მიზანი იყო იმ საფრთხეების წარმოჩენა, რომელსაც ხუდონჰესის აშენება გამოიწვევს. ნაირა გელაშვილი ამბობს, რომ ფილმს გერმანული სუბტიტრები უკვე დაედო, ახლა ინგლისური სუბტიტრების შექმნა მიმდინარეობს. თავად ფილმის მიზანი კი ისაა, რომ უფრო ფართო აუდიტორიას გააცნოს ხუდონჰესის შესახებ.

 

ფილმი “კავკასუირმი სახლის” თანამშრომლებმა მოამზადეს, რომლის შინაარსი შემდეგია: ხუდონჰესის აშენება ადგილობრივ მოსახლეობას და მთლიანად სვანეთს მოუტანს ეკოლოგიურ პრობლემებს: გაიზრდება ნესტი, ზვავსაშიში გახდება სვანეთი. ფილმში აღნიშნულია, რომ სოფელი ხაიში არის “სვანეთის კარიბჭე”, ხოლო აქედან ადგილობრივების გასახლება იმის საშუალებას იძლევა, რომ ენგურის ხეობაში კიდევ აშენდე 15 ჰესი, რომლის აშენება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაანონსებული აქვს. 

 

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა ესსეების, ჩანახატებსია და მუსიკალური ნომრის კონკურსი. მონაწილეებს უნდა მოემზადებინათ მასალები.  გამარჯვებულები გამოავლინეს. 

 

მუსიკალურ ნომერში გაიმარჯვა ლექსო რატიანმა, რომელსაც კავკასიური სახლის დაწესებული პრიზი 300 ლარი გადაეცა, ხოლო ესსეების კონკურსში გაიმარჯვა ორმა მოსწავლემ სოფელ ხაიშიდან: ანა და გიორგი ნიჟარაძეებმა. თითოეულს 150 ლარი გადაეცა. 

 

ნაირა გელაშვილის თქმით, კავკასიურმა სახლმა დააჯილდოვა ის ავტორები, ვინც დამატებითი მოვიტვაციის გარეშე დაწერეს ბლოგები ხუდონჰესის თემაზე, მწერალი შოთა იათაშვილი და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ჯიმშერ რეხვიაშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი