საზოგადოება

საუდის არაბეთში ქალებმა ავტომანქანის ტარების უფლება მოიპოვეს

24 ივნისი, 2018 • 3006
საუდის არაბეთში ქალებმა ავტომანქანის ტარების უფლება მოიპოვეს

საუდის არაბეთში ქალებს ახლა უკვე ავტომანქანის ტარების უფლება. საუდის არაბეთი აქამდე ერთადერთი ქვეყანა იყო მსოფლიოში, სადაც ქალებს ამის უფლება არ ჰქონდათ.

ცვლილებების შესახებ სექტემბერში გახდა ცნობილი, თუმცა ქალებზე საუდის არაბეთში მართვის მოწმობები პირველად ივლისის დასაწყისში გასცეს.

დღეს სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ასახული არიან პირველი ქალი მძღოლები საუდის არაბეთში.

საუდის არაბეთში ქალებმა ავტომანქანის ტარების უფლება მოიპოვეს. ფოტო: EPA

საუდის არაბეთში ქალებმა ავტომანქანის ტარების უფლება მოიპოვეს. ფოტო: EPA

თუმცა ქალები საჭესთან დაკავშირებით კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან.  მაგალითად, ალ ჯაზირას ცნობით, ავტოსკოლები ქალებისთვის ექვსჯერ უფრო ძვირია, ვიდრე კაცებისთვის.

ასევე პატიმრობაში რჩება სულ მცირე 8 უფლებამდაცველი ქალი, რომლებიც ამ უფლების მოპოვებისთვის იბრძოდნენ.

ადამიანის უფლებების დამცველები წლების განმავლობაში იბრძოდნენ რათა ქალებს საუდის არაბეთში მანქანის ტარების უფლება მოეპოვებინათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი