საზოგადოება

სასწრაფო დახმარების მძღოლები სამედიცინო მანიპულაციებს შეისწავლიან

9 ივლისი, 2012 • 1209
სასწრაფო დახმარების მძღოლები სამედიცინო მანიპულაციებს შეისწავლიან

რეფერალური დახმარების ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლების გადამზადება დაიწყო. სამედიცინო მანიპულაციებს ისინი 5 დღეში უნდა დაეუფლონ. 

 

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სასწავლო კურსი ფოკუსირებულია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ძირითად ასპექტებზე.

 

“ტრენინგის ფარგლებში, მძღოლები შეისწავლიან გულ-ფილტვის რეანიმაციას, ავტომატური დეფიბრილატორის გამოყენებას, ტრავმული პაციენტის შეფასებას, კისრის და კიდურების იმობილიზაციას და სხვა. ტრენინგი ხუთ დღეს გაგრძელდება. მონაწილეები დღის ბოლოს ტესტირებულ გამოცდას ჩააბარებენ, რომლითაც მათი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები შემოწმდება,”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

 

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაციის ამაღლების ეფექტური მექანიზმი შეიქმნება, რაც თავის მხრივ მოსახლეობისთვის უფრო მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას შექმნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი