სამართალი

თბილისში ქალი მოკლეს, ბრალდებული ყოფილი ქმარია

7 თებერვალი, 2016 • 1250
თბილისში ქალი მოკლეს, ბრალდებული ყოფილი ქმარია

წუხელ თბილისში ქალი მოკლეს. ბრალდებული ყოფილი ქმარია. ამ ინფორმაციას ადასტურებს შსს.

“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე- ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული აბრამ ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ღამით, თბილისში, კუკიის დასახლებაში, უფლისციხის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილ მეუღლეს – 1984 წელს დაბადებულ ლია ტ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა აბრამ ზ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი