სამართალი

ცნობილია ის კონკურსანტი, ვინც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე 100 ქულა მიიღო

2 თებერვალი, 2016 • 5452
ცნობილია ის კონკურსანტი, ვინც მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე 100 ქულა მიიღო

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო წერით გამოცდაზე მაქსიმალური 100 ქულა კონკურსანტმა ირინე ხერხეულიძემ მიიღო, რომლის სადოქტორო ნაშრომსაც [2008 წელს, სამართლის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად] გვენეტაძე ხელმძღვანელობდა. შესაბამისი განცხადება გვენეტაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” გააკეთა.

გვენეტაძის თქმით, ხერხეულიძეს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდამდე მასთან არავითარი სახის კონსულტაცია არ ჰქონია. “გამორიცხულია”, – ამბობს გვენეტაძე.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან (რომლის წევრიც გვენეტაძეც არის) მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტმა წინასწარ გაჟონა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა გაავრცელა. მისი თქმით, კონკურსანმტა მიიღო 100-დან 100 ქული და საგამოცდო კაზუსების მისეული ფორმულირება ოფიციალური პასუხების იდენტურია. ის, რომ ამ კონკრეტულმა ტესტმა და ქულამ ეჭვები გააჩინა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრმა ლევან თევზაძემაც განაცხადა. საბჭოს სხვა წევრის, ლევან მურუსიძის თქმით კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ საკითხს იკვლევს.

ნინო გვენეტაძემ არჩევანში განაცხადა, რომ იგი ვერ ხედავს აუცილებლობას იმისათვის, რომ საქმე მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს. რაც შეეხება შესაძლო ეჭვებს, გვენეტაძე აცხადებს:

“ამაზე მე ეჭვები ვერ გამიჩნდება. არ მაქვს ამაზე დაეჭვების უფლება. წინმსწრებად ვერავითარ ეჭვებზე ვერ ვიმსჯელებ…

…წინმსწრებად კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ საკითხების შესწავლის შემდეგ საზოგადოებას ყველაფერს მოვახსენებთ”, – განაცხადა გვენეტაძემ.

სქრინშოტი

სქრინშოტი

სქრინშოტი

სქრინშოტი

მასალების გადაბეჭდვის წესი