სამართალი

ახალგაზრდა პოლიტიკოსების დებატები საკონსტიტუციო რეფორმებზე

6 ოქტომბერი, 2010 • • 1156
ახალგაზრდა პოლიტიკოსების დებატები საკონსტიტუციო რეფორმებზე

ახალგაძრდა პოლიტიკოსები ,,ქრისტიან-დემოკატიული’’  და ნაციონალური მოძრაობებიდან საკონსტიტუციო რეფორმებზე იმსჯელებენ. დებატებს 9 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია ,,კავკასია’’ გადასცემს.

პოლიტიკური პარტიების ახალდაზრდული ფრთის წარმომადგენლების კამათს ამერიკის ელჩი საქართველოსში, ჯინ ბასი გახსნის. დებატებს სხვა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მონაწილე პოლიტიკური პარტიების ლიდერები და აშშ-ს ხელისუფლეის წარმომადგენლები დაესწრებიან.

შემოდგომის სეზონზე ეს პირველი ახალგაზრდული დებატები იქნება. ამ სეზონზე დებატებში მონაწილეობას 11 პოლიტიკური პარტია და 4 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას.

ახალგაზრდული დებატები აშშ-ს საერთასორისო ინსტიტუტის (IRI) ორგანიზებით და შეერთებულიკ შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ეწყობა.

დებატების პირველი სეზონი თებერვალში გაიმართა. მასში მონაწილეობა 8 პოლიტიკურმა პასტიამ და 2 სამოქალაქო მოძრაობამ მიიღო.

ტელეკომპანია ,,კავკასიაზე’’ დებატები საღამოს 9 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი