სამართალი

სუს-თან აქციაზე აქტივისტები დააკავეს

10 ნოემბერი, 2021 • 696
სუს-თან აქციაზე აქტივისტები დააკავეს

ოპოზიციის აქციაზე, რომელიც თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარეობს, არაერთი პირი დააკავეს.

დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციონერი აქტივისტები: ბადრი შუბლაძე, მურმან დუმბაძე, ნიკა ფაარულავა. დაკავებამდე შუბლაძე  სიტყვით მიმართავდა პოლიციას და მოუწოდებდა, არ დამორჩილებოდნენ ოფიციალურ ბრძანებებს.

შუბლაძესთან ერთად დააკავეს კიდევ არაერთი პირი, მათ შორის ერთი ფერად კვამლს უშვებდა. შსს ჯერჯერობით არ აკეთებს ოფიციალურ კომენტარს.

მოგვაინებით დააკავეს გირჩის წევრი და საბურთალოზე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბორის ყურუა.

დღეს თბილისში ოპოზიცია აქციას რამდენიმე ადგილზე მართავს, ესენია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, თბილისის საქალაქო სასამართლო და ჯანდაცვის სამინისტრო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ათეულობით პოლიციელია შეკრებილი.

ნახეთ ასევე:

ვითხოვთ სუს-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას — წითლიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი