ახალი ამბები

ვითხოვთ სუს-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას — წითლიძე

10 ნოემბერი, 2021 • 907
ვითხოვთ სუს-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას — წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საპროტესტო აქციაზე მოვიდა.

წითლიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ოპოზიციის აქციის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. თუმცა, კონკრეტულად სუს-თან გამართული აქციის მოთხოვნა არის უწყების ხელმძღვანელობასთან შეხვედრა.

პოლიცია სუსთან ოპოზიციის აქციის დაწყებამდე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი, ნეტგაზეთი. 10 ნოემბერი, 2021.

„ჩვენ აქ ასევე ვითხოვთ, რომ ჩამოვიდეს სუს-ის ხელმძღვანელობა. ჩვენ აქ ვართ დეპუტატები და მასთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე კითხვების დასმა გვინდა“, — ამბობს წითლიძე ჟურნალისტებთან და დასძენს, რომ კითხვები შეეხება როგორც „სუს-ის ფაილებს“, ასევე, არჩევნებსა და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

დამატებით კითხვებზე ის გვპასუხობს, რომ აქცია იქნება მშვიდობიანი.

დღეს თბილისში ოპოზიცია აქციას რამდენიმე ადგილზე გამართავს, ესენია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, თბილისის საქალაქო სასამართლო და ჯანდაცვის სამინისტრო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ათეულობით პოლიციელია შეკრებილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი