ანგარიშში საუბარია სახალხო დამცველის აპარატში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი დებულებების შესრულების თაობაზე.
“2013 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 79 განცხადება შემოვიდა. ძირითადად, მოთხოვნილი ინფორმაცია იყო საჯარო ხასიათის. ამდენად, განმცხადებელთა თხოვნა დაკმაყოფილდა და დადგენილ ვადებში გაიცა საჯარო ინფორმაცია. არ დაკმაყოფილდა მხოლოდ 9 განცხადება. რვა შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია არ არსებობდა (არ არის დაცული) სახალხო დამცველის აპარატში, ხოლო 1 მათგანით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს”, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.