სამართალი

საქართველომ პირველიდან მეორე კალათაში გადაინაცვლა ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით

20 ივნისი, 2013 • 2047
საქართველომ პირველიდან მეორე კალათაში გადაინაცვლა ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით

საქართველოს არის როგორც წყარო, ისე ტრანზიტული და მიმღები ქვეყანა სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი გოგონებისა და ქალებისთვის და ასევე, ქალებისა და კაცებისთვის, რომლებიც ჩაყენებულნი არიან იძულებითი შრომის პირობებში.

 

გოგონები და ქალები საქართველოდან არიან სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და შედარებით მცირე მასშტაბით – ეგვიპტეში, საბერძნეთში, რუსეთში, გერმანიაში და ავსტრიაში.

 

ქალები უზბეკეთიდან და შესაძლოა სხვა ქვეყნებიდანაც იძულებით არიან ჩართულნი პროსტიტუციასა და სექსონდუსტრიაში საქართველოში, კერძოდ, ისეთ ტურისტულ ადგილებში, როგორიცაა ბათუმი და გონიო.

 

ექსპერტები იუწყებიან, რომ უცხოეთდან ჩამოსული ქალები ჩართული არიან პროსტიტუციაში საუნებში, სტრიპტიზ- კლუბებში, სასტუმროებში და შესაძლოა მათ მიმართ ადგილი ჰქონდეს იძულებას. ქართველი მამაკაცები და ქალები არიან იძულებითი შრომის ობიექტები როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში.

 

ბოლო წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები გამოიყენებოდნენ სოფლის მეურნეობის, მშენებლობის და სხვა საოჯახო ტიპის საქმიანობაში. ზოგ შემთხვევაში ქუჩაში მყოფ ბავშვებს აიძულებენ მოწყალების თხოვნას ან ქურდობას. თუმცა ბავშვევი ძირითადად არ არიან ჩართული სოფლის მეურნეობის საქმიანობაში, თუ არ ჩავთვლით ოჯახების კერძო საკუთრებაში არსებულ მეურნეობებს, სადაც, ამ საკითხებზე მომუშავე ექსპერტების თქმით, რთულია ამის იდენტიფიცირება.

 

არ არსებობს ინფორმაცია ტრეფიკინგის შესახებ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში. 2012 წელს შრომითი ტრეფიკინგის ერთი მსხვერპლი იქნა იდენტიფიცირებული საქართველოდან აშშ-ში.

 

საქართველოს მთავრობა სრულად ვერ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის ლიკვიდაციისთვის მინიმალურ სტანდარტებს, თუმცა არ იშურებს ძალისხმევას ამისთვის.

 

იმის მიუხედევად, რომ მთავრობამ უზრუნველყო ტრეინინგები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ოფიციალური ორგანოების თანამშრომლებისთვის და დააფინანსა ორი ანტიტრეფიკინგული თავშესაფარი, სამართალდამცავების ძალისხმევა შემცირდა: შემცირდა ტრეფიკინგის საქმეების გამოძიებისა და ტრეფიკინგში ჩართული პირების დასჯის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით.

 

ამასთანავე, პრობლემად რჩება ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირების საკითხი, წინა წლის პერიოდთან შედარებით შემცირდა ხელისუფლების მიერ ტრეფიკინგი მსხვერლად აღიარებულ პირთა რაოდენობა და ძალიან შეზღუდლია ძალისხმევა იმისათვის, რომ პროაქტიულად მოხდეს მოწყვლად მოსახლეობაში მსხვერპლთა იდენტიფიცირება.

 

რეკომენდაციები საქართველოსთვის

 

გამოყენებული იქნას უფრო ეფექტური, პროაქტიული მეთოდები ტრეფიკინგის პოტენციურ მსხვერპლთა აღმოჩენისა და იდენტიფიცირებისთვის მოწყვლად ჯგუფებს შორის; ტრეფიკინგის კუთხით სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის კუთხით გაიზარდოს ძალისხმევა, მათ შორის მოხდეს იძულების არა-ფიზიკური ფორმების, იძულებითი შრომის და სექსუალური ტრეფიკინგის შეფასება და დასჯა; არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების უზრუნველყოფა, რომლებიც არიან პარტნიორები მსხვერპლთა მომსახურებისა და მათი რეინტეგრაციის საკითხებში, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდეთ პოტენციურ მსხვერპლთა დახმარების ფინანსური რესურსი, მანამ, სანამ ისინი მიიღებენ კანონის შესაბამსიად მსხვეპრლის სტატუსს და შესაბამის დახმარებას; ამუშავდეს შრომის ინსპექტორის ინსტიტუტი საქართველოში, რათა მოხდეს დასაქმებულთა პროაქტიული დახმარება, როგორც კონტრაქტების, ისე დოკუმენტების გარეშე დასაქმებული უცხოელი მიგრანტების, რომლებიც არიან რისკჯგუფები ტრეფიკინგის კუთხით; ბავშვები, რომლებიც იძულებით არიან ჩართულნი კრიმინალურ საქმიანობასა და სექსუალურ ექსპლოატაციაში, არ უნდა დაისაჯონ, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეები, რადგან ეს შეიძლება იყოს ტრეფიკინგის შედეგად გაწეული ქმედება მათი მხრიდან; მოხდეს პროსტიტუციაში ჩართული ბავშვების ცნობა ტრეფიკინგის მსხვერპლებად; მიეცეს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს იმის შესაძლებლობა, რომ სისტემატურად ხდებოდეს ტრეფიკინგის ინდიკატორების შემოწმება დეპორტირებული და დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე; დაენიშნოს მსხვერპლ-მოწმეს ადვოკატი, რათა უზრუნვეყოფილი იყოს როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხო ქვეყნებიდან მსხვერლპთა უფლებების ლეგალური დაცვა; გაგრძელდეს სამთავრობო უწყებებისა და საზოგადოების ტრეფიკინგის შესახებ, საკანონმდებლო საკითხების, მსხვერპლთა დახმარების სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით აქტივობები, რომელიც მიმართული იქნება მიზნობრივი ჯგუფებისთვის

 

გამოძიება

 

საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობამ უფრო ცოტა საქმე წარმოადგინა, რომელიც გამოძიებული იქნა ტრეფიკინგის კუთხით. საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ტრეფიკინგის ყველა ფორმას, სისხლის სამართლის 143-ე მუხლი ითვალისწინებს ამ დანაშაულისთვის 7-დან 20 წლამდე პატიმრობას. აღნიშნული სასჯელი საკმაოდ მკაცრია და გაცილებით მძიმე სასჯელს ითვალისწინებს, ვიდრე ისეთი დანაშაული, როგორიცაა, მაგალითად, გაუპატიურება.

 

გამოძიების მაჩვენებელი შემცირებულია: 2011 წელს იყო 16 საქმე, 2012 წელს – 7 საქმე. საანგარიშო პერიოდში ტრეფიკინგისთვის 143-ე მუხლით ბრალი წარედგინა 2-ს, მაგრამ არც ერთი არაა დამნაშვედ ცნობილი. 2011 წელს კი ექვსი ადამიანი იქნა ამისთვის დასჯილი. 

 

საანგარიშო პერიოდში არავისთვის მიუსჯიათ ტრეფიკინგის მუხლით სასჯელი. 2012 წლის სექტემბერში კი სააპელაციო სასამართლომ 15-დან 5 წლამდე პატიმრობით შეუმცირა სასჯელი ტრეფიკინგისთვის ბრალდებულ პირს.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 171 (3) მუხლით (პროსტიტუციის იძულება) გასამართლებული იქნა ორი პირი, რომლებსაც მიესაჯათ 2 და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმები 3000 და 12 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მთავრობას არ წარმოუდგენია არანაირი ცნობა იმ ტიპის საქმეების გამოძიების თაობაზე, როდესაც ტრეფიკინგში მონაწილეობდნენ საჯარო მოხელეები, თუმცა ამ პერიოდში არც ყოფილა მსგავსი შემთხვევის შესახებ რაიმე ცნობა.

 

შრომის ინსპექტირების არარსებობა ხელს უწყობს იმას, რომ დასაქმებულები იყვნენ მოწყვლადი ჯგუფები იძულებითი შრომის კუთხით. მთავრობა აგრძელებს სატრენინგო პროგრამას ძალოვანი უწყებებისთვის, ასევე, დამატებით სპეციალიზაციას პროკურორებისთვის, მოსამართლეებისთვის, საიმიგრაციო საკითხებზე მომუშავე უწყებების, სასაზღვრო პოლიციის და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისთვის.

 

დაცვა

 

საქართველოს მთავრობამ შეამცირა მისი ძალისხმევა ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირებისა და დაცვის კუთხით საანგარიშო პერიოდში. მთავრობას არ შეუმუშავებია სისტემატური პროცედურები მოწყვლად ჯგუფებში ტრეფიკინგის მსხვერპლთა პროაქტიული იდენტიფიცირებისთვის. 18-დან 3 პირი იქნა მთავრობის მიერ იდენტიფიცირებული, როგორც მსხვერპლი, დანარჩენები არიან თვით-იდენტიფიცირებულნი.

 

საანგარიშო პერიოდში სამი უზბეკი ქალი, ორი ქართველი კაცი და 13 ქართველი ქალი იქნა აღიარებული საქართველოს მთავრობის მიერ ტრეფიკინგის მხვერპლად.

 

18-დან 8 მსხვერპლი პროსტიტუციაში იძულებით იყო ჩართული, ხოლო 10 – იძულებით შრომაში. დადგენილი ფორმების მიხედვით მთავრობამ უზრუნველყო ყველა მსხვერპლის დახმარება. ექსპერტებმა შეშფოთება გამოხატეს საკანონმდებლო ხარვეზიის გამო მსხვერპლის იდენტიფიცირებისა და აღმოჩენის კუთხით, მათ შორის მიუსაფარი ბავშვების    კუთხით, რომლებიც ქუჩაში არიან ექსპლოატაციის პირობებში, იმ უცხოელი ქალების კუთხით, რომლებიც სექსინდუსტრიაში არიან, ასევე, ქართველი და უცხოელი დასაქმებულების მიმართ, რომლებიც არიან შრომითი ექსპლოატაციის რისკჯგუგფები.

 

2012 წლის ივლისში ქართველმა დიპლომატებმა გააფრთხილეს თურქეთის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქე 22 პირის მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომლების მიმართაც ადგილი ჰქონდა შრომით ექსპლოატაციას. ეს მამაკაცები დააბრუნეს საქართველოში, მაგრამ მთავრობამ ოფიციალურად არ მისცა მათ ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი და, შესაბამისად, მათთვის არ შეუთავაზებიათ მსხვერპლის დახმარების სერვისი.

 

შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლნი, რომლებიც ბრუნდებიან თურქეთიდან საქართველოში, ზოგჯერ ფიქრობენ, რომ მათი მხრიდან თვითიდენტიფიცირება მათ ხელს შეუშლის თურქეთში ხელმეორედ შესვლაში, რაც ართულებს ასეთ მსხვერპლთა იდენტიფიცირების და დახმარების შესაძლებლობას.

 

იმის მიუხედავად, რომ სექს-ტრეფიკინგის ინდიკატორები არსებობს გონიოს ტერიტორიაზე, სამართალდამცავებს არ გამოუვლენიათ სექსტრეფიკინგის არც ერთი მსხვერპლი 2012 წლის დეკემბერში, როდესაც ჩატარდა ადგილზე ბორდელების რეიდი.

 

არსებობს სამთავრობო ორგანო – “მუდმივი ჯგუფი”, რომელიც იხილავს ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსის ოფიციალურად მინიჭების საკითხს. შსს-მ ნება დართო საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ თურქეთიდან დეპორტირებული ქართველი მიგრანტების ინტერვიურება განეხორციელებინათ 2012 წლის აპრილიდან სექტემბრამდე; ორგანიზაციამ მოახდინა ტრეფიკინგის ერთი მსხვერპლის იდენტიფიცირება, მაგრამ “მუდმივმა ჯგუფმა” არ დააკმაყოფილა ამ ორგანიზაციის თხოვნა.

 

2012 წლის აპრილში მთავრობამ მიიღო ახალი კანონი, რომლითაც მსხვერპლი ბავშვების დახმარების კუთხით არსებული პოლიტიკის კოდიფიცირება მოხდა.

 

წლის მანძილზე მთავრობა აგრძელებდა ორი თავშესაფრის დაფინანსებას, მაგრამ ზრდასრულ მსხვერპლებს არ აქვთ უფლება დატოვონ თავშესაფარი თანმხლები პირის გარეშე. ორი სხვა თავშესაფარი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არის გახსნილი, მაგრამ ისინი ხშირად არ გამოიყენებოდა და ძირითადად ისეთი მოკლევადიანი განთავსებისთვის გამოიყენება მანამ, სანამ მსხვერპლი გადაყავთ სახელმწიფოს თავშესაფარში.

 

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო თავშესაფარმა ტრეფიკინგის 17 მსხვერპლს შესთავაზა საჭირო სამედიცინო დახმარება, ფსიქოლოგიური კონსულტაცია და იურიდიული დახმარება. ტრეფიკინგის ხუთმა მსხვერპლმა მიიღო ფინანსური დახმარება 2012 წელს მთავრობიდან, ეს არის ერთჯერადი დახმარება 650 აშშ დოლარის მოცულობით. 2011 წელს ასეთი ფინანსური დახმარება მიიღო ექვსმა მსხვერპლმა.

 

მთავრობის ანგარიშის მიხედვით, მსხვერპლებს უცხოეთიდან ჰქონდათ შესაძლებლობა ესარგებლად დროებითი ცხოვრების უფლებით, მაგრამ მათთვის არც ერთ უცხოელ მსხვერპლს არ მიუმართავს შესაბამისი თხოვნით.

 

მთავრობის ანგარიშის მიხედვით, 15 იდენტიფიცირებული მსხვერპლიდან სამს გაეწია სამართალდამცავი უწყებების მიერ დახმარება. ბავშვები, რომლებიც ჩართული იყვნენ კრიმინალურ ქმედებებში, ზოგჯერ იყვნენ დაპატიმრებული და არა პირიქით – რომ მომხდარიყო მათი, როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირება და დახმარება.

 

პრევენცია

 

საქართველოს მთავრობა აგრძელებდა საანგარიშო პერიოდში პრევენციის მიზნით ანტიტრეფიკინგულ აქტივობას. იუსტიციის ახალმა მინისტრმა საჯაროდ დაადასტურა მისი მზაობა და ჩართულობა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში და იუსტიციის სამინისტრომ გადახედა და სრულყო საქართველოს 2013-14 წლების სამოქმედო გეგმას ტრეფიკინგის წინააღმდეგ და ეს გეგმა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი იქნა 2013 წლის მარტში.

 

მთავრობას არ შეუთავაზებია არანაირი ახალი საგრანტო პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ტრეფიკინგის წინააღმდეგ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით. წლის მანძილზე მთავრობა აგრძელებდა ინფორმაციის მრავალმხრივი გავრცელების კამპანიას მედიის, საჯარო განცხადებების, სარეკლამო ბილბორდების, სოციალური სატელევიზიო რეკლამების, სემინარების საშუალებით.

 

მთავრობა აფინანსებდა ანტიტრეფიკინგულ ცხელ ხაზს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, ემსახურება მთავრობის სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ მუშაობას ტრეფიკინგის წინააღმდეგ.  მთავრობამ განახორციელა ბავშვთა სექსტურიზმის შემცირების მიზნით საინფორმაციო კამპანია, თუმცა არ გადაუდგამს ნაბიჯები სექსინდუსტრიის მოთხოვნის შემცირების კუთხით.

მასალების გადაბეჭდვის წესი