ნანა დარასელიამ იურიდიული განათლება 1993-1998 წლებში თბილისის დამოუკიდებელ უნივერსიტეტ “იბერიაში” მიიღო, ის 1999 წელს სოხუმის ინდუსტიურლ კოლეჯში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა, 1999–2001 წლებში კი ინგლისური ენის სინქრონული მთარგმნელის სპეციალობასაც სწავლობდა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სწავლის დამთავების შემდეგ, 2002 წელს დარასელიამ მუშაობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მთავარი სპეციალისტად დაიწყო.
პირველი პროფესიული შეხება სასამართლო სისტემასთან ნანა დარასელიას 2003–2004 წლებში ჰქონდა. მან ამ პერიოდში იმუშავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე.
ნანა დარასელიამ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 2005 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით, 2005-2007 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე.
2007 წლის ნოემბერში, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ნანა დარასელია მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დაინიშნა, 2010 წლის ოქტომბერში კი ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის პოსტი დაიკავა.
საზოგადოების ყურადღების ცენტრში ნანა დარასელია 2012 წლის 11 ივნისს მოექაცა, როცა მან კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სამართალდამრღვევად სცნო და 22 მილიონ 429 ათას 941 ლარით დააჯარიმა შპს ”ბურჯისას” და
“ელიტა ბურჯის “ მიერ პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის” მანქანების მიქირავების გამო.
მან გაიზიარა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის[კონტროლის პალატა] მოსაზრება, რომლის მიხევდითაც, ბიძინა ივანიშვილის კომპანიებმა “ქართულ ოცნებას” მანქანები ფაქტობრივად უსასყიდლოდ მიაქირავეს, რითაც განახორციელეს უკანონო შემოწირულობა.
აღნიშნულ სასამართლო პროცესს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პროცესზე ასევე იმყოფებოდა აშშ–ს საელჩოს წარმომადგენელი.
აღნიშნული საქმის გასაჩივრების შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლო ნანა დარასელიას მიერ ივანიშვილისთის დაკისრებული ჯარიმა გაანახევრა, რადგან ის კანონის იმ ნორმიდან გამომდინარეობდა, რომელიც გაუქმებული იყო.
ნანა დარასელიამ ბიძინა ივანიშვილი ხელმეორედ კვლავ აუდიტის სამსახურის მოთხოვნის შედეგად დააჯარიმა. ჯარიმის თანხამ კი 21 მილიონამდე ლარს მიაღწია.
ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის პირველი 7 თვის განამვლობაში თავისი პირადი ანგარიშებიდან ჯამში 5 მილიონზე მეტი ლარი ნაღდ ფულად გამოიტანა. აუდიტის სამსახური ამტკიცებს, რომ ივანიშვილმა ამ თანხის ხარჯვის მიზნობრიობა ვერ დაადასტურა, რადგან მან თანხა სხვადასხვა პირების მეშვეობით “ქართულ ოცნებას” შესწირა. მოსამართლემ ისე გაითვალისწინა აუდიტის სამსახურის მოსაზრებები, რომ საქმეში არცერთი მტკიცებულება არ იდო, რომელიც ამ სქემის ნამდვილობას დაადასტურებდა.