სამართალი

მოსამართლემ მაგდა პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

6 ივლისი, 2016 •
მოსამართლემ მაგდა პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ მაგდა პაპიძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი, სათათბიროდ განკუთვნილ პირველივე სამ საათში – 2 საათსა და 35 წუთში, ერთხმად – 12 ხმით მიიღეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაში ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღეს.

საქმე ეხება 2015 წლის 19 დეკემბერს ქ. თბილისში მომხდარ მამა-შვილის მკვლელობას. მკვლელობიდან რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ცოლი, მაგდა პაპიძე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული 2015 წლის 22 დეკემბრიდან.

მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ნაფიც მსაჯულებს სასჯელის დანიშვნის სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ პაპიძეს ბრალი შემდეგი ფორმულირებით წაუყენა: ორი ადამიანის განზრახ მკვლელობა, მათ შორის- ერთის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ  (111-109-2, ბ-3, ა ქ/პ).

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა არსებითი განხილვის 16 სხდომა, დაიკითხა ბრალდების 57 მოწმე, მათ შორის თავად ბრალდებული და დაცვის 2 მოწმე.

გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

მაგდა პაპიძე სამართალდამცავებმა 2015 წლის 20 დეკემბერს ბრალდებულის სახით დააკავეს ქმრისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი