სამართალი

კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა

8 აპრილი, 2016 • 1887
კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 7 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრების თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურებს ფარული კენჭისყრით მხარი არ დაუჭირა.

თამარ ლალიაშვილის კანდიდატურას მხარი 6-მა დეპუტატმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგი იყო. ნონა თოდუას კანდიდატურას მხარი კომიტეტის 5-მა წევრმა დაუჭირა, 4 დეპუტატი კი წინააღმდეგი იყო. საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის საჭირო იყო 8 კანონმდებლის მხარდაჭერა.

ნანა თოდუამ 7 პრილს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა. კერძოდ, მან დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენია ლგბტ თემის წარმომადენლები, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ თუკი მასთან მივა საქმე დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს:

“მათი დაჩაგვრა რომ არ შეიძლება, ამას თვითონ რელიგიაც აღიარებს, არათუ სამართალი. მე როცა გადაწყვეტილებას მივიღებ, სამართლიანობას უნდა დავეფუძნო და არა ჩემს მორალურ შეხედულებებს იმიტომ, რომ უნაკლო ადამიანი არ არსებობს. ჩემი ნაკლი სხვა არის, იმის ნაკლი ეს არის”- დასძინა მან.

ნანა თოდუას განცხადებები გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოამდგენელმა:

“ვთვლით, რომ მისი შეხედულებები წინააღმდეგობაში მოდის ქვეყანაში მოქმედ ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასთან. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს, რომლიც დაინიშნება უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ, ჰქონდეს ის ღირებულებები, რომლებიც თავსებადი იქნება თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან,”- ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტი გიორგი ბერაია ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი