კინოხელოვნება

კინოცენტრმა 2016 წლის “ოსკარზე” წარსადგენი კანდიდატი ფილმის შერჩევა დაიწყო

20 აგვისტო, 2015 • • 1213
კინოცენტრმა 2016 წლის “ოსკარზე” წარსადგენი კანდიდატი ფილმის შერჩევა დაიწყო

კინოცენტრის ცნობით, იმისათვის, რომ კონკურსში ფილმმა მონაწილეობა მიიღოს, უნდა დადასტურდეს, რომ ის 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 30 სექტემბრამდე, 7 დღის ვადაში ფილმი უწყვეტად იდგა/დადგება კინოთეატრში.

 

საკონკურსო ფილმს უნდა აჰქონდეს კინოინდუსტრიაში დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისი რეკლამა (აფიშა, თრეილერი), ფილმი უნდა იყოს მინიმუმ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი საკონკურსო პროგრამის მონაწილე და კინოთეატრში პრემიერამდე არ შეიძლება ნაჩვენები იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტით.

 

ასევე, მტავარი მოთხოვნაა ისიც, რომ ფილმის შემოქმედებით ჯგუფში მეტწილად უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები. კონკურსი 2015 წლის 31 აგვისტომდე გაგრძელდება.

 

 ფილმის შესარჩევად კინოცენტრში სპეციალური კომისიაც შეიკრიბა: ნანა ჯანელიძე – რეჟისორი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, ზაზა ურუშაძე – რეჟისორი, გიორგი ოვაშვილი – რეჟისორი, ნანა ჯორჯაძე – რეჟისორი კახი კანდელაკი – კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, ლელა ოჩიაური – კინომცოდნე, ვაჟა გიგაშვილი – მწერალი და სცენარისტი, ნოშრე ჩხაიძე – პროდიუსერი, მარიშა კიტია – მსახიობი.

ოსკარი
ოსკარი

მასალების გადაბეჭდვის წესი