კინოხელოვნება

ლევან თუთბერიძის ფილმი სან სებასტიანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია

10 აგვისტო, 2015 • • 1338
ლევან თუთბერიძის ფილმი სან სებასტიანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია

ფილმში მოქმედება ზღვისპირა ქალაქში ხდება. მისი მთავარი გმირი არის მამუკა, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა და გათავისუფლებული ცდილობს თავისი პჯახი კვlავ გააერთიანოს. მამამისი ეტლით მოსარგებლეა, დედამისი საზღვარგარეთ მუშაობს, ხოლო უმცროსი ძმა კრიმინალებთანაა დაახლოებული.

 

მამუკა სესხს იღებს და პატარა სათვზაო კატარღას ყიდულობს. თუმცა ბედისწერა, ხანდახან დაუნდობელია, წერია საბ სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ვებგვერზე. ფილმი პირველად კონფლიქტის ზონასთან მდებარე სოფელ დიცში აჩვენეს.

 

“მოირას” გარდა კონკურსში მონაწილეობენ ფილმები: “21 ღამე პატისთან” (ჟან მარი და არნო ლარიუ; საფრანგეთი), “ბიჭი და მხეცი” (მამორუ ჰოსოდა; იაპონია), “დემონები” (ფილიპ ლესაჟი; კანადა), “ევოლუცია” (ლუსილ აჯიალილოვიჩი; საფრანგეთი, ბელიგია და ესპანეთი), “ზეასვლა” (ბენ უითლი; გაერთიანებული სამეფო), “ბეღურები” (რუნარ რუნარსონი; ისლანდია, დანია, ხორვატია), “დაისის სიმღერა” (ტერენს დევისი; გაერთიანებული სამეფო, ლუქსემბურგი).

 

სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალი 18-26 სექტემბერს გაიმართება.

სან სებასტიანის კინოფესტივალი
სან სებასტიანის კინოფესტივალი

მასალების გადაბეჭდვის წესი