ხელოვნება

საქართველო ნიონის ფილმების ფესტივალის ფოკუსში

17 აპრილი, 2015 • • 972
საქართველო ნიონის ფილმების ფესტივალის ფოკუსში

“ქართული დელეგაცია ფესტივალზე საქართველოს 19-22 აპრილს წარადგენს და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც 21-ე საუკუნის ქართული დოკუმენტური კინოს რეტროსპექტივა ასე ფართოდ, საერთაშორისო მასშტაბით გაიმართება. ამ თემაზე ეროვნული კინოცენტრი 1 წლის განმავლობაში მუშაობდა. ფესტივალის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა 2014 წლის ბერლინალეზე დაიწყო”, – აცხადებენ კინოცენტრში.

წელს ნიონის ფესტივალის საკონკუსო პროგრამაში ქართველი რეჟისორის, ნინო გოგუას ფილმი „მადონა” მონაწილეობს.

ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ბოლო წლებში გადაღებული 15 ქართული დოკუმენტური ფილმი. 

“ფილმების ჩვენების გარდა, ქართველ კინემატოგრაფისტებს საშუალება ექნებათ საზოგადოებას საკუთარი პროექტები წარუდგინონ. ნიონის ფესტივალის წარმომადგენლების მიერ შერჩეულია 6 ქართული პროექტი, რომელთაგან ერთ-ერთი გამარჯვებულის ტიტულს და ჯილდოს სახით 10 000 ფრანკს მიიღებს”, – წერია კინოცენტრის განცხადებაში.

ნიონის კრეატიული დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1969 წელს დაფუძნდა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი